x
image
რუსუდან ბერიძე
ნეტავ საქართველომდე მოაღწევს ეს სიკეთე?

image
ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი პატარა ყავახანას ვესტუმრეთ, შეკვეთა მივეცით და სანამ ჩვენს მაგიდამდე მივიდოდით ორი ადამიანი შემოვიდა და ყავა შეუკვეთა:
"ხუთი ფინჯანი ყავა თუ შეიძლება, – ორი ჩვენთვის და სამი დასატოვებლად. გადაიხადეს შეკვეთის საფასური და წავიდნენ"
ასეთმა ქცევამ ძალიან გამაკვირვა და ჩემს მეგობარს ვკითხე დატოვებული ფინაჯნი ყავის შესახებ, პასუხად კი მივიღე: "მოითმინე და თავად ნახავ"
მოგვიანებით ორმა გოგონამ თითო–თითო ფინჯანი ყავა შეუკვეთა, გადაიხადეს შეკვეთის საფასური და წავიდნენ. შემდეგი შეკვეთა სამმა იურისტმა გააკეთა, – სამი ყავა თავისთვის აიღეს და ოთხი 'დასატოვებლად'. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ყავახანაში ხალხი იმაზე მეტ ყავას უკვეთავდა ვიდრე სჭირდებოდა და ზედმეტს ტოვებდა.მოგვიანებით ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, როდესაც გაცვეთილ ტანსაცმელში ჩაცმული კაცი, რომელიც მათხოვარივით გამოიყურებოდა შემოვიდა ყავახანაში და მორიდებით იკითხა:"დატოვებული ყავა ხომ არ გაქვთ?"
უბრალოდ ხალხი წინასწარ იხდის ყავის საფასურს იმ ადამიანებისთვის რომლებსაც არ აქვთ ცხელი სასმელის ყიდვის შესაძლებლობა. ეს ტრადიცია იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაიწყო და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ზოგიერთ ადგილას 'დასატოვებელი ყავის' გარდა სხვადასხვა საკვების ან მთელი საუზმის შეკვეთაა შესაძლებელი დატოვების წესით. ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო რომ ბარსელონაში ნამდვილად არის რამდენიმე ადგილას ასეთი შეკვეთის გაკეთების შესაძლებლობა."

2
111
10-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
111
  
2014, 25 მარტი, 22:55
ძალიან კარგი ქცევაა
2014, 25 მარტი, 22:46
ძაან მომეწონა:)))
0 1 2