საზოგადოება ყოველ დაკლებულ 6 კილოგრამზე ნაჩუქარი ერთი დიზაინერული ჩანთა 2014, 24 მარტი, 22:45 ლაურა ფერგიუსონი ჩრდილოეთ ლანარკშირში (შოტლანდია) ცხოვრობს. ის 38 წლისაა, გათხოვილია და ჰყავს 2 შვილი. მისი წონა დიდი ხნის განმავლობაში 120 კილოგრამზე დაბლა არ ჩამოსულა, სანამ ერთ დღეს შემთხვევით არ მოისმინა, თუ რა უწოდეს მას კოლეგებმა.
ლაურამ შემთხვევით მოისმინა, რომ კოლეგებმა მას "დიდი მძიმე ძროხა" უწოდეს. მასზე საშინლად იმოქმედა ამ სიტყვებმა და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, წონაში დაეკლო. ქმარმაც წააქეზა და დაპირდა, რომ ყოველ დაკლებულ 6 კილოგრამზე ერთ დიზაინერულ ჩანთას აჩუქებდა(ლაურა ლამაზი ჩანთების დიდი მოყვარულია). 25 წლის ასაკიდან მოყოლებული ლაურა თანდათან იმატებდა წონაში. ამის მიზეზი არასწორი კვება იყო. ყოველწლიურად იანვრის თვეში ის გადაწყვეტდა დიეტის დაცვას, მაგრამ ნებისყოფა ბოლომდე არასოდეს ყოფნიდა. ცხოვრება ჩიპსების , ფასტ-ფუდის, შოკოლადის და გაზიანი სასმელების გარეშე ვერ წარმოედგინა. კოლეგების რეპლიკის შემდეგ ლაურამ სხვისი თვალით შეხედა საკუთარ თავს და საშინლად შერცხვა. მან გადაწყვიტა გამხდარიყო, რათა აღარასოდეს მოესმინა დამცინავი სიტყვები. ლაურამ თავის მიზნის მისაღწევად იყენებდა კარდიოვარჯიშებს, დიეტას და მსუბუქ ჰიპნოზს. გახდომამდე ლაურა 56 ზომა ტანსაცმელს ატარებდა, ახლა კი 44-ს ატარებს. ის ირგებს კაბებს, რომელიც მაშინ ეცვა, როცა 18 წლის იყო. მან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად ჩაიცვა ბიკინი ზღვაზე. ჯერჯერობით ლაურას ქმარმა 2 ჩანთა აჩუქა: Stella McCartney და Louis Vuitton, თუმცა მას კიდევ 6 ჩანთა აქვს საყიდელი. 758 12-ს მოსწონს |
ქალი გახდა და თვითონ წავიდა სხვასთან":::::::::D