მუსიკა ერთი სიმღერის ისტორია "HUSH"(ჩუმად) 2014, 24 მარტი, 20:31 ![]() 1982 წელს იტალიური დისკო-ფანკ ჯგუფი Funk Machine- ასრულებს ამ სიმღერას .(ალბომი Dance on the Groove and do the Funk".) 1988 წელს Deep Purple 20 წლიან იუბილეს უხდის სიმღერას და უშვებს ახალ ვერსიას, ამჯერად გილანის შესრულებით(პირველ ვერსიაში როდ ევანსი მღერის), რომელიც ალბომ Nobody's Perfect-ში შევიდა.ბრიტანეთის ჩარტებში #62 ადგილს იკავებს, ხოლო ა.შ.შ-ში #44-ს. 1989 წელს ამერიკულმა ჯგუფმა კილდოზერმა შეასრულა სიმღერა, რომელიც შევიდა ალბომში "For Ladies Only." 1991 წელს კიდევ ერთმა ამერიკულმა ჯგუფმა Prime Movers-მა ჩაწერა სიმღერა Hush. 1992 წელს ყველაზე პოპულარულმა შვეიცარიულმა ჯგუფმა Gotthard-მა ამ სიმღერის შესანიშნავი ვარიანტი შემოგვთავაზა. ბრიტანელმა Kula Shaker-მა 1997 წელს ფაქტიურად გაიმეორა Deep Purple-ს წარმატება, მათმა ვერსიამ ბრიტანეთში #2, ხოლო ა.შ.შ-ში #19 ადგილი დაიკავა. ბოლოს შემოგთავაზებთ სიმღერას მარიკო ლეჟავას შესრულებით "საქართველოს ვარსკვლავში". 70 5-ს მოსწონს
|