ფოტოგრაფია ფოტოგრაფი, რომელმაც "ავადმყოფი" ბავშვების უკანასკნელი ოცნებები აასრულა. 2014, 24 მარტი, 19:41 კანადელმა ფოტოგრაფმა, ვინმე Sean Van-მა შეიმუშავა შემდეგი სასიკეთო გეგმა: მან შეკრიბა სხვადასხვა "ავადმყოფიბით" სნეული ბავშვების ნახატები და შეეცადა მათი ოცნება ფოტოშოპის მეშვეობით განეხორციელებინა. ჯადოსნურმა ფოტოებმა მართლაც მოახდინეს წამყვანი როლი ავადმყოფი ბავშვების განწყობაზე, რაც კიდევ ერთხელ დაეხმარა მათ და მათ მშობლებს მომატებოდათ ძალა ცხოვრებაში დაავადებებთან ბრძოლისათვის. ხოლო რაც შეეხება ფოტოგრაფ შონს, მან ეს ფოტოები სპეციალურად გამართულ აუქციონზე გაყიდა და შემოსული თანხები გადარიცხა ამ დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ. ეს "კიდევ ერთი" მაგალითია იმისა, რომ ერთმანეთის დახმარებით ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერია.
ეხლა კი გთავაზობთ ფოტოკრებულს, სადაც შონმა- ავადმყოფი ბავშვების სიცოცხლით გამთბარი ღიმილი აღბეჭდა: 1. Riley- გულების დედოფალი. 7 თვის მანძილზე პატარა "რაილი" გულის მძიმე დაავადებას ებრძოდა და ახლა ის ატარებს დონორ გულს, რომელიც ერთ–ერთი ურთულესი ოპერაციის შედეგად გადაუნერგეს. 2. David- გალაქტიკის მფლობელი. დევიდი დაიბადა თანდაყოლილი, გულის მარცხენა პარკუჭის განუვითარებელი ანომალიით. მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე 3 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და სამომავლოდ მაინც დაჭირდება გულის მთლიანი გადანერგვა, ბიჭუნა მაინც არ კარგავს იმედებს, რომ მისი ყველა ოცნება განხორციელდება. 3. Censu- გემის კაპიტანი. ბიჭუნას 2011 წლის ივნისში დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზა. ქიმიოთერაპია უნდა გაგრძელდეს 2014 წლის ოქტომბრამდე. თუმცა მას და მის მშობლებს აქვს შთაგონება, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და პატარა იცოცხლებს. 4. Aleqsandra- ტკბილეულის სამეფოს დედოფალი. გოგონა დაიბადა ნაღვლის სადინარის განუვითარებლობით, რომელმაც გამოიწვია ღვიძლის დაავადება. დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ პატარამ გადაიტანა ურთულესი ოპერაცია, მაგრამ სამი თვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს ოპერაცია უშედეგო იყო და ორგანო სასწრაფო გადანერგვას საჭიროებდა. 8 დღის შემდეგ სასწაულებრივად იპოვეს დონორი და მისი წყალობით გოგონას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. 5. Dawson- კუნძულ ტრილიუმის პირატი. ბიჭუნამ ორი თვის ასაკში გადაიტანა მენინგიტი, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები ტვინში და ასევე თირკმლისა და შარდის ბუშტის ინფექციები. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში მან გაატარა საავადმყოფოში და მიუხედავად იმისა, რომ ხეიბართა ეტლში ატარებს თითქმის მთელ სიცოცხლეს, ეს ხელს არ უშლის მის ოცნებებს. 6. Sadie- მზის დედოფალი. სედი სამწუხაროდ აღნიშნული დაავადების გამო ვერ გადის მზის დროს გარეთ, ამიტომ მთელი ცხოვრება ჩრდილში ატარებს. თუმცა მაინც ბედნიერია მიუხედავად ამისა. 7. Dominic- დროში მოგზაური. დომინიკი ნაადრევად გულის უკმარისობითა და დაუნის სინდრომით დაიბადა. მრავალი ოპერაცია გადაიტანა და დღემდე მხოლოდ ჟესტებითა და მიმიკებით ურთიერთობს ხალხთან, თუმცა მიუხედავად ამისა, მასაც გააჩნია ოცნებები. 8. Marco- მკვლევარი. დაბადებიდან 34-ე დღეს მარკოს გადაუნერგეს გული, 4 წლის ასაკში კი იგი კიბოს ებრძოდა და დაამარცხა. ამ ყველაფრის მიუხედავად დღემდე სჯერა სასწაულების და იმისა, რომ ჯადოსნური ვაშლი მართლა არსებობს. 9. Travis- დამცველი. 1 წლის და 8 თვის ასაკში თრეისს განუვითარდა კუჭის პრობლემები, რის გამოც ოპერაციის შედეგად მსხვილი და ბრმა ნაწლავის 80% ამოკვეთეს. ბიჭი დღეს უკვე 7 წლისაა, თუმცა მაინც სჯერა, რომ შეუძლებელი არაა ქვეყანა ცუდი ადამიანებისგან დავიცვათ. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო ამ ოცნების დახატვა და ფოტოგრაფს ზეპირად მოუყვა. 10. Casey- სიმშვიდის ანგელოზი. ქეისი დაიბადა "Rett"-ის სინდრომით, რასაც გონებრივი ჩამორჩენა ახასიათებს და მხოლოდ გოგონებში ვლინდება. ქეისიმ 1, 2 წლისამ შეწყვიტა მეტყველება და ნელ-ნელა დაუქვეითდა ყველა ცნობიერება რაც მანამდე ჰქონდა. ახლა ის 21 წლისაა და მხოლოდ ღიმილითა და სიცილით ურთიერთობს ახლობლებთან. 11. McKenna- ბედის პრინცესა. მაქკენა დაიბადა ფიზიკური განვითარების შეფერხებით, რის გამოც მოუწია 4 თვის ასაკში ურთულესი ოპერაცია, თავის ქალის განსაზღვრული ნაწილის ამოღება მოუხდათ, რათა ტვინის ნაწილი მძიმე დაზიანებისგან ეხსნათ. გარდა ამისა კი იგი დაავადებულია აუტიზმით, თუმცა მაინც სჯერა სასწაულების. 12. Jack- ქუჩის საიმედო გმირი. ჯეკი დაიბადა ღვიძლის უკმარისობის იშვიათი დაავადებით. 2 თვისას მას ჩაუტარდა ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია, მას შემდეგ კი სხვა მრავალი ოპერაცია და მალე კიდევ ერთი გადანერგვა დაჭირდება, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად არ დაუკარგავს გმირობის იმედი. 13. Cooper- ჯადოქარი. 5 წლის განმავლობაში კუპერი ებრძვის "სრიკლერის" სინდრომს, რაც ხასიათდება თვალებსა, ყურებსა და სახსრებში გამოწვეული ართრიტით. მაგრამ ეს ყოველივე არ უშლის ხელს ბიჭუნას დაინახოს სამყარო სასწაულებითა და შესაძლებლობებით სავსე. 14. Kyle- ტყის მცველი. 9 წლის ასაკში გოგონას გამოუვლინდა "კრონის" დაავადება (ნაწლავების ანთება) და იგი ყოველ დღე ცდილობს გააკონტროლოს თავი, რათა დროულად გამოჯანმრთელდეს და შეძლოს კვლავ ცხენზე ჯირითი. თუმცაღა დღეს ამ დაავადების საკურნებელი წამალი არ არსებობს და კაილი ამ ყველაფრის მიუხედავად იმედს არ კარგავს. 15. Naomi- ენერგიული პეპელა. ნაომი 5 წლისაა და მას მიტოქონდრიული მიოპათია სჭირს(მიტოქონდრია- უჯრედის ციტოპლაზმაში არსბეული ორგანელი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგიის წარმოქმნაზე) (მიოპათია- კუნთოვანი ქსოვილის დაავადება). თითქმის 2 წლისაა და იგი ამ ხნის მანძილზე არ განძრეულა, აღარ შეუძლია სიმღერა და ცეკვა, ძალიან მალე იღლება. თუმცაღა ცდილობს გადალახოს სირთულეები და სჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია ქვეყნად. P.S. ყველა მათგანს სულითა და გულით ვუსურვებ გამოჯანმრთელებასა და ამ განსაცდელის გაძლებას. 83 12-ს მოსწონს
|