x
image
მანჩო 777
პრეზიდენტის ქალიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

image


შვეიცარიის პროკურატურამ განაცხადა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ქალიშვილის -გულნარა კარიმოვას მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას ბრალს სდებენ ფულის გათეთრებაში.
როგორც ამ უწყებამ განაცხადა, შვეიცარიის ბანკებში ფულის შესაძლო გათეთრება უკავშირდება უზბეკეთის სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის ბაზარზე არსებულ სამართალდარღვევებს. გამოძიების ფარგლებში უკვე დაყადაღებული იქნა საბანკო ანგარიშები, რომელთა საერთო ღირებულება 800 მილიონზე მეტ შვეიცარულ ფრანკს შეადგენს.
ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული უზბეკეთის ოთხი მოქალაქე, რომლებიც გაათავისუფლეს გამოსასყიდი თანხის გადახდის შემდეგ. თავად გულნარა კარიმოვა 2013 წლის ბოლომდე ფლობდა დიპლომატიურ იმუნიტეტს, რადგან ის იყო უზბეკეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
გასული წლის ბოლოს ჟენევაში მდებარე კარომოვას ვილაში შვეიცარიის პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარდა ჩრეკა, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. გამოძიებამ გულნარა კარიმოვას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
1972 წელს დაბადებული გულნარა კარიმოვა პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილია. მან პატარაობიდანვე გადაწყვიტა მამის კვალს გაჰყოლოდა. 1994 წელს დაიწყო მუშაობა უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ, ხოლო 2010 წელს დაინიშნა ელჩად ესპანეთში, თუმცა ორი წლის შემდეგ თავისივე ნებით გადადგა ამ თანამდებობიდან.
2008 წლის მონაცემებით გულნარა კარიმოვა ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ქალი იყო უზბეკეთში და მამის კარიერის შესაძლო გამგრძელებლად ითვლებიდა. ის იყო აგრეთვე საიუველირო ნაკეთობების დიზაინერი და პროფესიონალი მომღერალი (სცენაზე გამოდიოდა ფსევდონიმით Googoosha).

image

2
77
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
77
  
2014, 24 მარტი, 12:10
"მგელი მგლობას არ მოიშლიოსო" და "არ გათეთრდების ყორანიო"-ცნობილი ანდაზებია:)
2014, 24 მარტი, 12:06
რაც ამას მამამ "უბარტყუნა" საჯაროდ, იმის მერე კიდევ "მაფიოზობს"? :)))
0 1 2