x
ბერლინის კედელი

imageგახსოვთ ბერლინის კედელი?.ბევრს გახსოვთ ალბათ, ბევრს არა, მაგრამ ცოდნით ყველამ იცით და ყველას გაგიგიათ ბერლინის კედლის შესახებ. მე ნამდვილად არ ვაპირებ ახლა ვისაუბრო ნამდვილ ბერლინის კედელზე, მაგრამ მე ვაპირებ ვისაუბრო ადამიანზე, რომელსაც ეძახდნენ „ბერლინის კედელს ("Muro
di Berlino") და დარწმუნებული ვარ, რომ მის შესახებ აბსულიტურ უმრავლესობას სმენია. ასევე დარწმუნებული ვარ, ბევრი აღფრთოვანებაში მოდიოდა და პატივისცემით ივსებოდა მის მიმართ
როცა მას უყურებდნენ. ის ხომ ნამდვილი ბერლინის კედელი იყო საფეხბურთო მოედანზე. დიახ, მე მინდა გესაუბროთ მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო მცველზე, იტალიელ ფეხბურთელ
ფაბიო კანავაროზე.
დიდებული მცველი და უდიდესი პროფესიონალი. ის ყველა გუნდისთვის განძი იყო და განსაკუთრებით იტალიის ეროვნული გუნდისთვის. რომელთან ერთადაც მან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ფაბიო იმ გუნდის ლიდერი და კაპიტანი იყო. ნამდვილი წიმანძღოლი.
ბუფონი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი აი რას ამბობს ფაბიოზე : „მე დიდი ხანია ვიცნობ ფაბიოს. მასთან ერთად მრავალი მატჩი მაქვს ნატამაშები.ყოველთვის, როდესაც ის ჩემს წინ იდგა, დარწმუნებული ვიყავი რომ ბევრი
საქმე არ მექნებოდა“.

ბევრი იწვალა იტალიამ ფაბიოსთან, ბუფონთან, ტოტისთან,
ნესტასთან და კიდე მრავალ ფეხბურთელთან ერთად რათა მოეგოთ ტიტული. საბოლოოდ კი 2006 წელს დააგვირგვინეს მსოფლიოს თასით. პირადად ჩემთვის, ძალიან სამწუხარო იყო რომ ამ გუნდში არ იყო იტალიური ფეხბურთის ბოლო წლების ლეგენდა და ნამდვილი კაპიტანი, პაოლო მალდინი. მაგრამ რას ვიზავთ, ასეთია ფეხბურთი და სწორედ ამიტომ გვიყვარს ჩვენ ფეხბურთი.

ფაბიო კანავარომ თავისი კარიერა დაიწყო ნაოპლში სადაც
იმ დროს მისი კუმირები თამაშობდნენ : დიეგო მარადონა და ჩირო ფერარა. ის სამი წლის განმავლობაში ირიცხებოდა ნაპოლის შემადგენლობაში. როგორც მოგეხსენებათ ნაპოლის სერიოზული
პრობლემები შეექმნა და გუნდი ფაქტიურად დაიშალა. სწორედ ამიტომ ფაბიო 1995 წელს გადავიდა პარმაში სადაც თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა. პარმაში ის თამაშობდა ბუფონთან
და ლილიან ტურამთან ერთად, რომლებიც მომავალში მისი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. პარმას შემდეგ იყო ინტერის შემადგენლობაში, რომელ ტრანსფერსაც ფაბიო კანავარო შემდგომ უწოდებს ერთ ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მის საფეხბურთო კარიერაში. ყოველივე ამის მიუხედავად აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ფაბიომ ინტერის შემადგენლობაში გაიტანა თავისი კარიერის საუკეტესო გოლი, გოლი რომელსაც ნებისმიერი ფეხბურთელი ხელს მოაწერდა. ინტერში ფაბიო ორი სეზონის განმავლობაში გაჩერდა და შემდგომ გადავიდა იუვენტუსის შემადგენლობაში. სადაც მას დახვდნენ თავისი მეგობრები, ჯიჯი და ტურამი. მათ ზედიზედ ორჯერ მოიგეს იტალიის ჩემპიონატი და სწორედ იუვენტუსის ფეხბურთელი იყო ფაბიო როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდი ძალიან რთული იყო იტალიური
ფეხბურთისათვის და ასევე განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი პერიოდი. იტალიაში იყო უდიდესი სკანდალი აგორებული ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით და იუვენტუსისთვის
ეს პერიოდი ყველაზე რთული გამოდგა. გუნდი დააქვეითეს და ჩამოართვეს მოპოვებული ჩემპიონატის ტიტული. სწორედ მაშინ ფაბიომ მიიღო გადაწყვეტილება და არ დარჩა ის იუვენტუსში. მინდა
გაგახსენოთ, რომ დელ პიერო, ბუფონი და კიდე რამოდენიმე ფეხბურთელი დარჩა გუნდში და ბოლომდე უერთგულეს იუვენტუსს. ფაბიომ კი ეს არ გააკეთა რის გამოც ბევრისგან საკმაოდ დიდი და სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა. შეიძლება გავამტყუნოთ რაღაც მომენტში, მაგრამ ფაბიო მხოლოდ 2 წლის მისული იყო გუნდში, ძამბროტა, რომელმაც ასევე დატოვე იუვე კრიზისის დროს კი უკვე ძირძველი იუვენტუსელი იყო.

ფაბიო გადავიდა მადრიდის რეალში და მან მოირგო 5 ნომრიანი
მაისური რომელიც მანამდე ეკუთვნოდა მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდას, ზინედინ ზიდანს. რომელმაც სწორედ ამ წელს დაამთავრა საფეხბურთო კარიერა. რეალთან ერთად კანავარომ მოიგო ორჯერ
ლა ლიგა(ესპანეთის ჩემპიონატი). ასევე ფაბიო დასახელებული იქნა რელის ყველა დროის 11 საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელთა შორის. ასევე 2006 წელს „ბერლინის კედელი“ გახდა მსოფლიოს
საუკეთესო ფეხბურთელი, რაც დიდწილად განპირობებული იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ფეხბურთით.

ფაბიოს აქტიური საფეხბურთო კარიერა თანდათან დასასრულისკენ
მიდიოდა და 2009 წელს ის დაბრუნდა იუვენტუსში. მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა ამ გუნდში, ფაბიო ვეღარ იყო ისეთი ეფექტური როგორც მის საუკეთესო წლებში და სეზონის დასრულების შემდეგ ასე ვთქვათ ის წავიდა ზედმეტი „ფულის გასაკეთებლად“ ალ–აჰლიში. ამ გუნდის მაისური ფაბიომ მოირგო მხოლოდ 16 შეხვედრაში და 2011 წელს ფაბიომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

ფაბიო იტალიის ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩებით არის
მეორე ადგილზე, პირველ ადგილზე კი გადავიდა მისი მეგობარი და ყოფილი პარტნიორი ჯიჯი ბუფონი. დღესდღეობით ფაბიო მოღვაწეობს მის ბოლო საფეხბურთო გუნდში სადაც თამაშობდა,
ის ალ–აჰლის მწვრთნელის თანაშემწე არის.

პირადად მე ძალიან მომწონდა ფაბიოს სათამაშო სტილი და
ჩემი აზრით ის მსოფლიოს საუკეთესო მცველი არის რაც მე ფეხბურთს ვუყურებ. როგორც ნამდვილი ბერლინის კედელი აღარ არის, ისევე აღარ არის ჩვენი „ბერლინის კედელი“...

0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0