x
ის თეთრი კაცი ვინ არის?.
მე არ მახსოვს როდის უთხრა გუარდიოლამ პატარა ანდრესს
რომ ის მასზე დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ მე მახსოვს...მაგრამ მახსოვს ბარსელონას
ფორმაში, 24 ნომრით, თეთრი...ძალიან თეთრი ბიჭი...ფართოდ გახელილი თვალებით...რომელიც
ძირითადში თითქმის არასდროს თამაშობდა, მაგრამ თითქმის ყველა მატჩში თამაშობდა...და როცა მოედანზე იყო...ბურთს მიიღებდა თუ არა ბურთი ამას გრძნობდა...და ბურთი თეთრ ბიჭს ბოლომდე ენდობოდა...ბურთი მას ემორჩილებოდა...ისინი
ერთმანეთს უგებდნენ...და ისინი ერთმანეთს ავსებდნენ...და თეთრი ბიჭი გაიზარდა...გაიზარდა და გახდა....ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანელი ფეხბურთელი .... ყველაზე მნიშვნელოვანი...

გუარდიოლას უთქვამს, როგორც უკვე ავღნიშნეთ რომ „სიკვდილა“(ინიესტას ზედმეტსახელი) მასზე დიდ ფეხბურთს ითამაშებდა...ითამაშებდა და უკვე ითამაშა კიდეც...ისინი
არ არიან მსგავსი სტილის ფეხბურთელები და მე მიკვირს პეპმა ის საკუთარ თავს რატომ შეადარა...იმ დროისათვის უკვე ანდრესის შედარება თვით ზიდანთანაც შეიძლებოდა, ალბათ...მიუხედავად
იმისა რომ მე პირადად დიდ განსხვავებას ვხედავ ზიდანსა და ინიესტას შორის....ჩემთვის ინიესტა არის ფეხბურთელი, რომელსაც მომენტის დამთავრება მილიმეტრებშიც შეუძლია...ზიდანს
კი ამისათვის სანტიმეტრები ჭირდებოდა(ეს მხოლოდ ჩემი აზრია)...

ინიესტას ტყუილა არ ქვია „სიკვდილა“...მან მოკლა....მან
მოკლა ძერა...და ის არის შოთა...და ფოთოლა(თუ რაც ქვია იმ გოგოს იმ კინოში) არის ჩემპიონთა ლიგა...და ასევე მსოფლიო ჩემპიონატი...მან მოკლა ჩელსი...დიახ...სტემფორდ ბრიჯზე მოკლა
ჩელსი...მან იოჰანესბურგშისამხრეთ აფრიკა) მოკლა ჰოლანდია...მან დაამარცხა რობენი როგორც აქილევსმა ჰექტორი....ის კლავს....ის ამისათვის „სასჯელს უნდა იხდიდეს“....და იხდის კიდეც...მისით აღფრთოვანებულია დიდი თუ პატარა...და ისეთ ხალხსაც ვერ ტოვებს გულგრილს, რომლებიც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მას არ აღიარებდნენ...ის ხომ კატალონიელია...მაგრამ ის
ეროვნული გმირია...ის უყვართ როგორც მადრიდში...ასევე ბილბაოში...და ყველგან..მთელ ესპანეთში...არა მარტო ესპანეთში...მთელ მსოფლიოში...მას პატივს ცემენ...იმაზე მეტ
პატივს ვიდრე რონალდოს...იბრაჰიმოვიჩს...ვიდრე ზიდანს(იმიტო რომ მას პატივს მატერაზი არ ცემს)...ვიდრე....მას პატივს ცემენ...და მასზე აუგის მთთქმელი ალბათ მანამ არ გამოჩნდება...ვიდრე
კატალონიას არ დატოვებს...ან კიდევ მეორე ვარიანტია...მანამ სანამ მისი ღვინო ვინმეს არ მოწამლავს(ჯვარი წერია)....ის ხომ მეღვინეა...კარგია...რომ მან ვაზის ფასიც იცის...სასიამოვნოა...


ბურთი და ანდრესი...ანდრესი და ბურთი...რას ფიქრობთ
როცა ის ბურთს იღებს?.ბურთი ანდრესთან მიდის...ან ანდრესი ბურთთან მიდის...და იწყება
სპეკტაკლი...რომელიც გინდა რომ არ დამთავრდეს...



ანდრესის ნაირი ფეხბურთელები ცოტანი არიან...მე მას
ვერ შევადარებ ხავის...ჩემთვის ისინი სხვადასხვა არიან...მე ანდრესი მიყვარს იმის გამო, რომ მას შეუძლია კაცი მოატყუოს ისე, რომ იმ კაცმა ვერ გაიგოს რა მოხდა...რატომ აქვს ისევ სიკვდილას ბურთი...ამ მომენტში ის მოწინააღმდეგეს კლავს...და კიდევ ბევრჯერ მოკლავს...იმიტომ რომ ეს მისი სტილია...

„თუ არ იცით რა ქნათ...მიეცით ბურთი ინიესტას“ – ამ
სიტყვებს მე არ ვამბობ...და არც თქვენ...ამ სიტყვებს ყავს პატრონი, მაგრამ ეს სიტყვები ანდრესმა მოედანზე თქვა...და ამ სიტყვებს ჩვენ ვხედავთ...განსაკუთრებით ესპანეთის ნაკრებში...

ინიესტა დაიჩაგრა...დაიჩაგრა ისეთი ფეხბურთელებისგან
როგორებიც მესი და რონალდოა...მესის და რონალდოს გოლები გააქვთ...და თან სასწაული გოლებიც...ორივე დიადია და ალბათ უფრო დიდები ვიდრე ინიესტა...მხოლოდ იმიტომ რომ გოლები გააქვთ...და ხალხი იმაზე ლაპარაკობს ვინ ტაბლოზე წერია...მაგრამ მე ფეხბურთი მიყვარს....და ანდრესზე ვლაპარაკობ...იმ კაცზე რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა მესის შექმნაში და მის ფენომენში...იმ
კაცზე რომელმაც რონალდოს გულმკერდზე თავისი თეთრი ხელი უბრახუნა...იმ კაცზე რომელიც მოედანზე ცოტას ლაპარაკობს და დიად საქმეს აკეთებს...იმ კაცზე რომლის გამოც ფეხბურთი
გვიყვარს...იმ კაცზე რომელმაც იცის ბურთი და იმ კაცზე რომელიც ბურთმა აღიარა და მიენდო...


იმ კაცზე...იმ თეთრ კაცზე...

0
10
2-ს მოსწონს
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0