x
გვეშველება რამე?.(საქართველოს ჩემპიონატი)

imageძალიან ბევრი ლაპარაკი მიდის, ძალიან ბევრი, თუ














სად არის და რა არის საშველი, ქართული ფეხბურთის საშველი. ბოლოს ყველა ერთ აზრამდე მიდის, რომ ქართული ფეხბურთის საშველი ერთადერთია, საჭიროა თანხა, ძალიან ბევრი თანხა, რომ

განვითარდეთ.

მოდი ეხლა სხვანაირად შევხედოთ და მივუდგეთ საქმეს.

მხოლოდ ფული არის ნეტა საჭირო ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის?.მხოლოდ ფულში არის საქმე?.

მივყვეთ და განვიხილოთ :

ეროვნული ჩემპიონატი შუქდება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.პირდაპირ ეთერში არის მხოლოდ ტურის ცენტრალური
შეხვედრა. არის მიმოხილვაც, ამავე არხზე....(ვაი იმ მიმოხილვას). ფეხბურთი არის ის, რაც ქართველი კაცების უმრავლესობას იზიდავს და უყვარს. მაგრამ არა აქვთ ის პროდუქტი, რაც უნდათ. მოთხოვნა არის, პროდუქტი არ არის....და ეს პროდუქტი რამდენი ხანია უკვე
საჭირო არის. ძალიან დიდი ხანია, ძალიან დიდი.

როგორი უნდა იყოს პროდუქტი?.

ეს უკვე საინტერესოა....ნამდვილად არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც საზოგადოებრივ მაუწყებელზეა.ფაქტიურად ის არაფერი არააა.ის
მხოლოდ მოვალეობის მიზნის მოხდით გაკეთებული გდაცემაა და მეტი არაფერი.მხოლოდ ესაა.მხოლოდ და მხოლოდ ეს.

ვინ უნდა იზრუნოს პროდუქტის შექმნაზე?. იმათ, ვინც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს კურირებს, ატარებს და ვისაც მასზე პასუხისმგებლობა აკისრია. ეს იყო pfl, მაგრამ აღარ არის, იმიტომ რომ ფული არაა...(საოცარია) ახლა კი ეროვნულ ჩემპიონატს უზრუნველყოფს gff. რა უნდა ქნას ფედერაციამ?.იძახიან ფული არა გვაქვსო, სპონსორი არ არისო და ა.შ. სპონსორი რომ იყოს, სპონსორს რომ სურვილი გაუჩნდეს გახდეს სპონსორი...ამაზე საერთოდ აქვთ ნაფიქრი?. აზრად მოსვლიათ თავში თუ რატომ უნდა ისურვოს, ორგანიზაციამ თუ სხვა დაწესებულებამ რომ გახდეს ეროვნული ჩემპიონატის სპონსორი?.ეხლა ნამდვილად ვინც ამას იფიქრებს სულელია...იმიტომ რომ ახლა ეროვნული ჩემპიონატის სპონსორობა ნონსენსია.სისულელეა.არაფრის მომცემია...


შექმნას და იმუშავოს ფედერაციამ, იმუშავოს პროდუქტის შექმნაზე. გაშუქდეს ყველა თამაში, ოგონდ არა სამოყვარულო კამერით.
შეიძინოს ფეხბურთის ფედარაციამ კამერები, აიყვანოს ოპერატორები, რეჟისორები და გადაიღოს მატჩები მაღალი(უკეთესი) ხარისხით. მოითხოვოს სპორტის სამინისტრომაც და ფეხბურთის ფედერაციამაც,
რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ საერთოდ დროს უთმობს და აკეთებს საფეხბურთო მიმოხილვას, გააკეთოს ეს ასევე მაღალი ხარისხით, რა თქმა უნდა ფედერაციამ უნდა მიაწოდოს ეს პროდუქტი, დამუშავებული, მზა პროდუქტი...მაღალ ხარისხიან გადაცემას და მიმოხილვას, მეტი მაყურებელიც ეყოლება და მეტი ინტერესიც ექნება. რას ნიშნავს ეხლა ეს, ალბათ ორივე მხარემ კარგად
იცის, მეტი რეკლამა, მეტი შემოსავალი. ფედერაციამ/სპორტის სამინისტრომ ან ორივემ ამ რეკლამიდან გარკვეული თანხა უნდა მიიღოს იმისათვის რო მუშაობა იგივე და უკეთეს ტემპში და უკეთესი ხარისხით გააგრძელოს.

ესეც ასე, გაჩნდა ცოტა ფული და გასაქანი.მშვენიერია... ამასობაში უნდა მოხდეს მუშაობა, რომ ამ პროდუქტით დაინტერესდნენ სხვა ტელევიზიები... ეს თუ მოხდა, უკვე კარგია. მაყურებელი მიეჩვია კარგ პროდუქტს..და ელოდება მის ნახვას. უკვე ფედერაცია/სამინისტროს შეუძლია ვაჭრობა და ხელშეკრულების
გაფორმება იმასთან ვინც უკეთეს პირობებს შეთავაზებს, ეს მარტო თანხაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მარტო თანხაზე არა, საეთერო დროზე და ა.შ. შემოსავალი უკვე მხოლოდ რეკლამა აღარ არის.

ეს არის ფედერაციის მხარე. ახლა შევხედოთ კლუბების მხარეს რა ხდება :

კლუბებისთვის ეს იქნება ყველაზე დიდი რეკლამა...საინტერესო და მომავლის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი...ამის გაკეთების სანაცვლოდ კლუბს უნდა მოთხოვონ რამე გააკეთონ მათ თვითონ კლუბისთვის....

აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაკეთება.ეს აუცილებელზე აუცილებელია...თუ მთლიანად და უცებ ვერ აკეთებენ, აუცლიებელია
რომ ნელ ნელა მიყვნენ მაგრამ პირველ რიგში „ფასადი გაკეთდეს“, რომ „კადრში“ სასწაულები არ მოხვდეს(ღორი, ძროხა, ინდაური და ა.შ).


ეს ყველაფერი აუცილებლად გასაკეთებელია....ახლა ფეხბურთელი რას ფიქრობს ამ დროს...ფეხბურთელმა როდესაც იცის რომ უღებენ მაღალი ხარისხით, რომ მისი კადრები შეიძლება მიმოხილვაში მოხვდეს და მილიონობით თუ არა 20 000 ობით ადამიანმა ნახოს. რამდენად უფრო ძიერად და კარგად ითამაშებს?.რა თქმა უნდა ითამაშებს. ფეხბურთელები თავიან თავზე შრომას ისწავლიან და ა.შ.

ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეა.პირადად ჩემი იდეა.ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორ დაიხვეწება თუნდაც ჩემი იდეა.თუ გადავწყვიტე, მივყვები ალბათ ბოლომდე და ვნახოთ რა გამოვა.

1
4
3-ს მოსწონს
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
4
  
2014, 17 მარტი, 21:58
აუცილებელია გაძლიერდეს ეროვნული ჩემპიონატი და გუნდები დაკომპლექტდეს ქართველი ბიჭებით, ისეთი ბიჭებით ,რომელთა ნიჭიც უბრალო ბინის გვერდით მთავრობის მიერ უხეიროდ გაკეთებულ სტადიონებზე იკარგება,დამერწმუნეთ ბევრი ნიჭიერის აღმოჩენა შეიძლება ესე,ბევრმა დიდმა ქართველმა ფეხბურთელმაც და უცხოელმა ვარსკვლავებმაც ესე დაიწყეს,ბევრის ბიოგრაფიიდან ჩანს ეს....აუცილებელია ფინანსები,რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იამზე არის თუ არა თანხა უპირველესი ,არის ,რადგან ბავშვი რომ მშობელს ფეხბურთზე დაგყავს და ბავშვს აქვს ნიჭი და იქ სადაც დადის ელემენტარული არ არსებობს მოედანი სადაც მინდორია და ვარჯიშობს ბეტონზე და ვარჯიშის შემდეგ არ აქვს საშუალება ქონდეს საშხაპე ,სადაც ტავს მოიწესრიგებს ფეხბურთელი , იქ ფეხბურთს ვერ განავიტარებ ეს ელემენტარულია და სწორედ ეს ელემენტარული აქრობს სურვილს ნიჭიერ მომავალში თამაშის გაგრძელების ....
0 1 1