სხვა ომერტა – დუმილის ფიცი 2014, 21 მარტი, 18:49 – გემუდარებით, მაპოვნინეთ ქმარი! გაფიცებთ ყველა წმინდანს, იპოვეთ ჩემი მეუღლე! – მუხლმოდრეკილი ეხვეწებოდა მშვენიერი როზა სიმონე სიცილიის კარაბინერთა ლეიტენანტ ლუიჯი სტეფანის. სიცხით გათანგული ლუიჯი ქალს ამშვიდებდა, – რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვიღონებთო, მაგრამ გულის სიღრმეში თავადაც არ სჯეროდა, რომ დაკ- არგულს იპოვიდა... როზას მეუღლემ, ჟურნალისტმა ალბერტომ დუმილის კანონი და- არღვია და რომის გაზეთში სიცილიურ მაფიაზე დიდი ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ფარდა ახადა ძლევამოსილი ორგანიზ- აციის ზოგიერთ საიდუმლოს. დაწვრილებით აღწერა მისი ჩამოყალიბებ- ის ისტორია და მაფიოზთა მიერ გამოყენებული სასტიკი მეთოდები და რაც მთავარია, ზოგიერთის სახელიც მოიხსენია. სამი დღის შემდეგ ჟურნალისტი უკვალოდ გაქრა. მთელი დღე-ღამე ეძებდა როზა ქმარს, იმედი რომ გადაუწყდა, პოლიციას მიმართა. ლეიტენანტმა ქალს მოუსმინა, დაამშვიდა და როცა გაისტუმრა, წაიბ- ურტყუნა, – "ალბერტოს ცხედარი უკვე ჩაბეტონებული იქნება მშენებარე სახლში და ვერასოდეს იპოვიან".რადგან გვამი არ არის, არც დანაშაული მომხდარაო... ვინ იცის, რამდენი ასეთი იდუმალი გაქრობის მოწმე იყო ლეიტ- ენანტი. ლუიჯიმ წარმოიდგინა, როგორ ფლავენ უბედული ჟურნალ- ისტის ცხედარს ბეტონში და გააჟრჟოლა. ამ დროს კი ჟურნალისტის მკვლელები – დავითი და ლუკა თავის მეთაურს – კაპორეჯიმე კარლოს დამიანის ოპერაციის დეტალებს აცნობ- ებდნენ: – გარეწარს საღამოს უკაცრიელ მოსახვევში დავხვდით. კასტეტის ერთი დარტყმით მოვცელე, ლუკამ კისერძე თოკი შემოახვია და ორ წამში ყველაფერი დამთავრებული იყო. მოწმეები არ არიან. მერე ცხედ- არი მანქანის საბარგულში შევტენეთ და თქვენი მშენებარე სახლის საძ- ირკველში ჩავაყოლეთ. – ყოჩაღ, კმაყოფილი ვარ. იგივე ელის ყველას, ვინც "ომერტას" დაარღვევს! – თვალები დააბრიალა და ბიჭები დაითხოვა. შავი სუფრა, დანა, პისტოლეტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაფიოზურ კლანებში მტკიცე იერარქი ჩამოყალიბდა. კლანის სათავეში მეთაური (კაპო) იდგა, მის გარშემო მრჩეველთა ჯგუფები (კონსილიერები) იყვნენ, რომელთაც რიგითი მეომრები (პიჩოტები) ემორჩილებოდნენ.რაზმები (კოსკები) შედგებოდა ერთი დიდი ოჯახის წევრებისგან. ოჯახის უფროსი "დონი" გლობალურ გადაწყვეტილებებს იღებდა, მასვე შეეძლო ქვეშევრდომთა დასჯა, შეწყალება და ახალი წევრების მიღება, მიღებას თან ახლდა განსაკუთრებული მისტიკურ-ამაზრზენი რიტუალი. კანდიდტი შეჰყავ- დათ ოთახში, სადაც შავ სუფრა გადაფარებული მაგიდა იდგა. მაგიდაზე ეწყო პისტოლეტი და დანა. სწორედ აქ დებდა ახალგაზრდა ფიცს: "ამხანაგების წინაშე ვფიცავ, რომ დავემორჩილები მხოლოდ და მხოლოდ "დონს", ერთგული ვიქნები ოჯახისა და დავიცავ "ომერტას". ასევე ვფიცავ, არ დავამყარო სქესობრივი კავშირი კლანის წევრების ცოლებთან, დებთან და შვილებთან. თუ ფის დავარღვევ ამ დანამ ან პისტოლეტმა განმგმიროს." ამ სიტყვების შემდეგ დონი ახალბედას საჩვენებელ თითზე დანას დაუსვამდა და წარმოსთქვამდა:– "დღეიდან შენ ჩვენი სისხლისმიერი ძმა ხდები და ვალდებული ხარ, უფროსი ამხანაგების ბრძანებები შეასრულო, ასევე პრივილეგიების უფლებცგენიჭება, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც გეკისრება, ოჯახის პრინციპებისა და წესრიგის დარღვევის შენთხვევაში დაისჯები". ორგანიზაცია გამოირჩეოდა მკაცრი კონსპირაციულობით, მეთ- აურისადმი უსიტყვო მორჩილებით, მტრების, მოღალატეებისა და განდ- გომილების მიმართ დაუნდობლობით. დიდი მნისვნელობა ენიჭებოდა კორუმპირებულ სახელმწიფო მოხელეებთან კავშირს და მათგან სოლიდ- ური თანხის სანაცვლოდ ინფორმაციის მიღებას. მაფიოზური წესები ბრწყინვალედ აისახა საკულტო ფილმში "ნათლია-The Godfather". მაგრამ ომის შემდეგ აღორძინებულ მაფიას ახალი თავსატეხი გაუჩინა სიცილიაში სპეციალურად გაგზავნილმა და სათანადოდ გაწვრთნილმა კბილებამდე შეიარაღებულმა ჯგუფმა "კობრამ". შეიარაღებაში შედიოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც არავითარი კავშ- ირი არ ჰქონდათ სიცილიასთან და არც მაფიასთან. მათ ეხმარებოდნენ პატიოსანი მოსამართლეები, გამომძიებლები და პროკურორები. მათ მოხერხებულად გამოიყენეს სხადასხვა მითითება, ოჯახებისა და კლან- ების დაპირისპირება. ამ საქმეში 80-იან წლებში განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი მოსამართლეებმა "ჯოვანი ფალკონემ" და "პაბლო ბარსელინომ". ჯოვანი ფალკონე პაბლო ბარსელინო მათ ასობით ბანდიტი გაუსვეს ციხეებში. თავის მხრივ, მაფია მათ და- უნდობლად უსწორდებოდა. ფალკონეს მანქანა პალერმოსთან ააფეთქეს. დაიღუპა ფალკონე, მისი მეუღლე და სამი მცველი. პალერმოს აეროპორ- ტი სწორედ პატიოსანი მოსამართლეების სახელობისაა. ბრზოლა მაფიასთან გრძელდება. პრესაში წარა-მარა ქვეყნდება ცნობები ამა თუ იმ მაფიოზის დაპატიმრების შესახებ, მაგრამ თავად რვაფეხა საოცრად სიცოცხლისუნარიანის. ძველ მაფიოზებს ახლები ენაცვლებიან, რომლებიც მზად არიან, დაიცვან დუმილის ფიცი. შეძლებს თუ არა იტალიის ხელისუფლება, ძირფესვიანად ამოძირკვოს დანაშაულებრივი კლანები, ამას დრო აჩვენებს... 489 5-ს მოსწონს
|