x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2013 წლის ყველაზე კურიოზული დანაშაულები(ნაწილი II)
image




















1-ჩინელმა მსოფლიო სახვითი ხელოვნება 80 მილიონი $-ით "გადააგდო"-ზაფხულის ბოლოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ 73 წლის მხატვარი პეი შენ ციანი, რომელიც ჩინეთიდან ა.შ.შ-ში გადაბარგდა ხატავდა სურათებს და ასაღებდა როგორც ჯექსონ პოლოკის და ბარნეტ ნიუმანის "უცნობ ნამუშევრებს".შედეგად მხატვარმა გააცურა ყველაზე გამოცდილი ექსპერტები და სურათების გაყიდვით 80 მილიონი $ ჩაიჯიბა.

ციანი გფბ-ს აგენტებმა აიყვანეს, რომელსაც ჯერ კიდევ 2009 წლიდან უთვალთვალებდნენ.image





















2-ჩეხეთში პოლიციამ კენგრუ დააკავა მაღაზიის ძარცვის გამო-სექტემბრის დასაწყისში ჩეხეთის ქალაქ პლზენში პოლიციამ დააკავა კენგრუ მაღაზიის ძარცვისთვის.პატრონისგან გაქცეული 30 კილოგრამიანი ცხოველი მაღაზიაში შევარდა და დაიწყო თავის ჩანთაში იოგურტის, ყველის და კვერცხის ჩალაგება, ბალახიმსჭამელმა ცხოველმა ქათამიც ზედ მიაყოლა.პოლიციამ გაქცეული ცხოველი 3 საათში დააკავა, ხოლო პატრონს მოუწია მაღაზიისთვის ზარალის ანაზღაურება, აგრეთვე იგი გააფრთხილეს, რომ უფრო ყურადღებით იყოს ცხოველის მიმართ.image

























3-ამერიკელი 13 წელი ატყუებდა უფროსობას, რომ ცსს-ს აგენტია და იღებდა ხელფასს "სპეცდავალების" გამო.

ა.შ.შ-ში პოლიციამ დააკავა ჯონ ს. ბეილი, რომელიც 13 წლის განმავლობაში მუშაობდა გარემოს დაცვის სააგენტოში და იღებდა უზომოდ დიდ ხელფასს-206 000$-ს წელიწადში.

ამასთანავე არწმუნებდა უფროსობას, რომ მუშაობდა ცსს-ში საიდუმლო აგენტად, სწორედ ამის გამო დადიოდა ხშირად მივლინებაში და აცდენდა სამსახურს.(სხვათა შორის "მივლინების" დროს იგი მომატებულ ხელფასს იღებდა).

10 წლის განმავლიბაში დამნაშავემ მოირა მსოფლიოს უამრავი ქვეყანა და საერთო ჯამში დახარჯა 1 მილიონი $ სახელმწიფოს ხარჯზე.image
























4-ბრიტანელმა მაღაზია გაძარცვა იმის გამო, რომ ცოლისთვის დაემალა რომ სამსახური დაკარგა.

48 წლის მამაკაცმა დერბიშირის საგრაფოდან მარტინ გოდარდმა გაძარცვა ყოფილი დამსაქმებელი იმისთვის, რომ ცოლისთვის დაემტკიცებინა, რომ იგი მუშაობს და უბრალოდ ხელმძღვანელობა ხელფასს უგვიანებს.

სასამართლომ გოდარდს 4 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.image




















5-მუზეუმიდან მოიპარეს ქილა ფეკალიებით 2 ათას ევროდ შეფასებული-ტარტუს ხელოვნების მუზუმიდან(ესტონეთი) მოპარული იქნა იან ტოომიკის ფრაგმენტი ინსტალაციისა-შუშის ქილა ფეკალიებით.

მძარცველი აღნოჩნდა ვინმე იას კეზელაანი-ესტონეთის სკულპტორთა გაერთიანების წევრი, იგი 65 ევროთი დააჯარიმეს.

მუზეუმის ადმინისტრაციამ ბოდიში მოუხადა ავტორს და დამთვალიერებლებს იმისთვის რომ "ქმნილების მთლიანობა დარღვეული იქნა."image



















6-ბანკომატის ნაცვლად მუსიკალური ავტომატი მოიპარეს-სან დიეგოს ერთ-ერთ რესტორანში მძარცველებმა მუსიკალური ავტომატი მოიპარეს, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა დაახლოებით 20 წლის 2 მძარცველი.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მათ მუსიკალური ავტომატი ბანკომატში აერიათ, აგრეთვე ისინი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.image

















7-მძარცველებს 16 მილიონი რუბლი მანქანაში დარჩათ-მოსკოვში ვოლგოგრადის პროსპექტზე საცობის დროს ბანდიტური ჯგუფი ჩინელების ავტომობილს დაესხა თავს, იარაღის მუქარით მათ ჩაქუჩით ჩაამტვრიეს ავტომობილს მინა და ფულით სავსე ჩანთა გაიტაცეს. თვითონ გატაცებულ BMW-ში ჩასხდნენ და მიიმალნენ.

მეორე დღეს პოლიციამ აიყვანა დამნაშავეების ჯგუფი, რომლებიც ეროვნებით ტაჯიკები აღმოჩნდნენ, თუმცა ფული არ აღმოაჩნდათ.როგორც გაირკვა სიჩქარეში მძარცველებს ფული გატაცებულ მანქანაში დარჩენიათ.

პოლიციამ მანქანაც აღმოაჩინა და ხელუხლებელი ფულიც.

0
277
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0