x
image
t.x.
პატარა ბიჭების მოყვარული 21 წლის ქალი ციხეში მოხვდა
imageპედოფილი ქალი რვა წლის ბიჭთან ურთიერთოვისთვის ციხეში მოხვდა. ლორენ მორისი ახლა 21 წლისაა, მაგრამ როცა პირველად ბავშვთან ურთიერთობა ჰქონდა 16-ის იყო, ხოლო ბიჭი რვის. მათი ურთიერთობა ორ წელს გრძელდებოდა. ბავშვი ახლა 14 წლისაა და ლორენმა მოისმინა, როგორ ტრაბახობდა ის ამით. ლორენს უკვე თვითონაც ჰყავს შვილი. მოსამართლემ ლორენს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 16 წლამდე ბავშვთან სექსუალური კონტაქტის დამყარების გამო. ის ღიმილით ისმენდა მოსამართლის გადაწყვეტილებას.

პოლიციამ მოისმინა, როგორ ტრაბახობდა ბავშვი ლორენთან ურთიერთობაზე და გასული წლის მარტიდან დაიწყო მასზე დაკვირვება.

მოსამართლე რობერტ ჯუსკესმა გამოაცხადა: "იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ განიცდის ამ მდგომარეობას თქვენი ოჯახი, მე დავასკვენი, რომ ასეთ საქციელს აღარ გაიმეორებთ. ასევე ვითვალისწინებ, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს ეს ყველაფერი თქვენს ბავშვზე. ვალდებული ვარ ავღვკვეთო თქვენი თავისუფლება." მისჯილი ორი წლიდან ლოურენი ერთს ციხეში მოიხდის, ხოლო ერთს კი იძულებით სამუშაოზე.

ადვოკატი ანტონი მიულერსი ცდილობს აარიდოს თავის კლიენტს პატიმრობა. ის ამბობს, რომ ლორენი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და კარგად ვერ აღიქვამს ფაქტებს, რადგან მას ეს დანაშაულად არ მიაჩნია, რომ საკმაოდ პატარაა ციხეში ჩასასმელად.


ადვოკატის ამ სიტყვებს საეჭვოა, კიდევ რამე ცვლილება მოჰყვეს. ლორენის ბავშვზე მის გათავისუფლებამდე მისი მშობლები იზრუნებენ, ისინი ცდილობენ თავის შვილთან განაწყენების მიუხედავად ურთიერთობა მოაწესრიგონ და გვერდში დაუდგნენ.

0
566
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0