x
image
თამუნა გეწაძე
ლეგენდარული მუსიკოსის საყვარელმა ქალბატონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა?
image


ნიუ-იორკში მანჰეტენზე გარდაცვლილი იპოვეს ყოფილი მოდელი და ამჟამად წარმატებული დიზაინერი 49 წლის ლორენ სკოტი(L Wren scott). მას 2001 წლიდან რომანი ჰქონდა ჯგუფის"Rolling stones"ვოკალისტთან მიკ ჯაგერთან.გარდაცვლილი ჩამომხრჩვალი იპოვეს საკუთარ ძვირადღირებულ ბინაში მანჰეტენზე. ამჟამად ნიუ-იორკის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და პრესს-სამსახურის წარმომადგენლები ოფიციალური განცხადების გაკეთებისაგან თავს იკავებენ.რამ მიიყვანა წარმატებული დიზაინერი თვითმკვლელობამდე? საინფორმაციო საშუალებები სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებენ.დიზაინერის თაყვანისმცემლების სიაში იყვნენ ამერიკის პირველი ლდი მიშელ ობამა, ნიკოლ კიდმანი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და სხვა ცნობილი ადამიანები.მის კაბებში 2014 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ბრწყინავდნენ სხვადასხვა ვარსკვლავები.გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსიკოსი 13 წლიანი ურთიერთობის დაგვირგვინებას ქორწინებით გეგმავდა.მისი წარმომადგენელის განცხადებით მიკ ჯაგერმა იცის მომხდარის შესახებ და ის "შოკირებულია და მთლიანად განადგურებული მომხდარის გამო".


image

დიზაინერმა საკუთარი მოდის ბრენდი 2006 წელს დააარსა.2013 წელს კი მას ლონდონში მოდის კვირეულზე ჩვენება ჰქონდა სადაც ჯაგერი წინა რიგში იჯდა და აქტიურად უჭერდა მხარს მის რჩეულს.თებერვალში უნდა მოწყობილიყო მისი 2014–2015 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციის ჩვენება, მაგრამ დიზაინერმა ცოტა ხნით ადრე მოულოდნელად გააუქმა დემონსტრაცია.მიკ ჯაგერის პირველი ცოლი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს "მომხიბვლელმა და ნიჭიერმა "L Ren Scott"– მა ჩემი გული დაამსხვრია".



imageimageimage


0
130
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0