სასარგებლო პროდუქტები სასარგებლო და მარტივი დესერტი ბავშვებისთვის... და დიდებისთვის 2014, 18 მარტი, 15:38 მოგეხსენებათ, ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. სამწუხაროდ ყველა ბავშვს არ უყვარს მისი მირთმევა, ამიტომ დედიკოები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა ბავშვს რაციონში მცირე დოზით მაინც "შეაპარონ" ეს პროდუქტი. ამჯერად შემოგთავაზებთ უმარტივეს დესერტს, რომელიც, იმედია პატარებს მოეწონებათ. რაც მთავარია, ხაჭო მასში არ არის გამომცხვარი ან შემწვარი სახით და, აქედან გამომდინარე, სრულიად აქვს თავისი დადებით თვისებები შენარჩუნებული. დაგვჭირდება: 100 გ. ყურძენი (უკურკო) 100 გ. მოხალული თხილი, ნიგოზი ან მიწისთხილი 500 გ. ვანილიანი ტკბილი ხაჭო ხაჭო წინასწარ 15 წუთით შევდოთ საყინულეში. წვრილად დავჭრათ თხილი ან ნიგოზი. ცივი ხაჭოსგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები. მათ შუაგულში მოვათავსოთ ყურძენი და ისევ დავამრგვალოთ. ბურთულები ამოვავლოთ თხილში და ცოტა ხნით კიდევ შევდოთ მაცივარში. სასარგებლო დესერტი მზადაა. 306 5-ს მოსწონს
|