x
image
მანჩო 777
Miracle Machine- მანქანა, რომელიც წყალს ღვინოდ აქცევს (+ ვიდეო)
"Miracle Machine"-რაღა თქმა უნდა ეს მხოლოდ სახელია იმ პროექტისა, რომელიც კომპანია «Customvine»-მ შექმნა. მას სათავეში უდგას ადამიანი, რომელსაც ადრე მსხვილ კომპანიაში სომელიეს (ღვინის დეგუსტატორი) თანამდებობა ეკავა, ხოლო შემდეგ თავად დააარსა საკუთარი ღვინის მწარმოებელი კომპანია. ამ კაცის სახელია კევინ ბოიერი.

კევინი და მისი გუნდი ამჟამად მუშაობენ პროექტზე მოწყობილობის შესაქმენლად, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა კომპონენეტებისაგან არცთუ ცუდი ხარისხის ღვინო მიიღოს. ამასთანავე მთელი ეს პროცესი გრძელდება სულ 2 დღე.

მანქანის შემქნელები ირწმუნებიან, რომ სულ რაღაც 2 დღის განმავლობაში შეძლებენ მიიღონ ღვინო, რომელიც აშშ-ში 20 დოლარი ღირს. ხოლო ამ აპარატით წარმოებული ღვინო სულ რაღაც 2 დოლარი ეღირება.

image


მაშ ასე, ღვინისათვის საჭიროა Miracle Machine (სასაწაულების მანქანა), ბევრი წყალი და კიდევ რამოდენიმე კომპონენეტი. მანქანის ციფერბლატზე ვირჩევთ, თუ რა ტიპის და ხარისხის ღვინო გვსურს მივიღოთ, ხელს ვაჭერთ ღილაკს და აპარატიც მუშაობას იწყებს. და რაც უფრო საინტერესოა, მანქანის მართვა შესაძლებელია ჩვეულებრივი სმარტფონის საშუალებით.

დუღილის კამერაში დამონტაჟებულია გამაცხელებელი, გადამცემი, ტუმბოები და კიდევ მთელი რიგი დანადგარები, რომლებიც აუცილებელია როგორც პირველადი, ასევე მეორადი დუღილისათვის.

ჯერჯერობით Miracle Machine-ის მხოლოდ პროტოტიპი მუშაობს, მაგრამ იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ შეაგროვებენ სახსრებს მისი სერიული წარმოებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ სასწაულმოქმედი მანქანის ფასი სულ რაღაც 499 ამერიკული დოლარი იქნება. არც ისე ძვირია, არ მეთანხმებით?

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ამ უნიკალური მანქანის გამომგონებელი ახდენს მისი მოქმედების დემონსტრირებას.




P.S. მინდა ერთი რამ დავამატო: პირადად მე წლების განმავლობაში მიმუშავია ღვინის და შამპანურის ქარხნებში, მშვენივრად ვერკვევი ღვინის ტექნოლოგიაში და არც ფალსიფიკაციაა ჩემთვის უცხო. არ ვიცი, ეს აპარატი რამდენად მოიკიდებს ფეხს უცხოეთში და შემდეგ ჩვენთანაც, მაგრამ მე გირჩევდით, მისგან წარმოებული ღვინის დალევისაგან თავი შორს დაგეჭირათ.

3
41
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
41
  
2014, 18 მარტი, 14:39
ეს რაღაც სასმელი მგობი ყველაფერი იქნება ღვინის გარდა:) ისე სახელწოდება "ღვინო" რაღაცნაირად დაცული უნდა იქნას, არ შეიძლება ყველა ფალსიფიკაციას ღვინო დაეწეროს.
2014, 18 მარტი, 10:56
სისულელე არაა, ფალსიფიკაციააა::)
2014, 18 მარტი, 10:32
სისულელეა მეტი არაფერი ....
0 1 3