x
image
t.x.
მიკ ჯაგერის მეგობარმა ქალმა-ლოურენ სკოტმა თავი მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი?
imageლოურენ სკოტი მანჰეტენზე, თავის ბინაში ორშაბათს დილით 10 საათზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც ამბობენ სკოტი შეწუხებული იყო ბიზნესში თავის უუნარობის გამო. მას ნასესხები ჰქონდა თითქმის 6 მილიონი დოლარი.

მიკ ჯაგერის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ მომღერლისათვის, რომელიც ავსტრალიაში იყო როლინგ სტოუნზის საგასტროლო ტურნეზე, შოკირებული დატოვა ლოურენის სიკვდილის ცნობამ.

49 წლის დიზაინერი თანაშემწემ იპოვა ჩამომხრჩვალი. უნდა აღინიშნოს, რომ არავითარი უბედური შემთხვევის ნიშნები იქ არ შეიმჩნეოდა, თუმცა ოფიციალური სამედიცინო დასკვნა ჯერ კიდევ არაა ცნობილი.

ის 10 საათსა და 5 წუთზე იპოვეს უგონოდ და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს გარდაცვლილად. პოლიციამ გვამთან ერთად გამოძიების მიზნით მისი კომპიუტერიც წაიღო.


ლოურენს მძიმე პერიოდი იანვარში დაუდგა, როცა მოდების ჩვენება ჩაეშალა, რადგან ქსოვილი არ ჩამოუვიდა დანიშნულ დროს და ვერ მოასწრო ტანსაცმლის შეკერვა. მიუხედავად ბოლო წუთამდე ერთად ცხოვრებისა, ლოურენი მიკ ჯაგერს არასოდეს სთხოვდა ფინანსურ მხარდაჭერას.

მის მოდის სახლს ბოლო წლებში საქმე ცუდად მისდიოდა. 2010 წელს "ლოურენ მოდა"-ს 3 მილიონ დოლარზე მეტი ვალი ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, მისი 5, 6 მილიონად ღირებული ბინაც იპოთეკით ყოფილა დატვირთული.

ლოურენმა და მიკიმ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს, როცა ის მიიწვიეს ანსამბლის სტილისტად. ის მიკ ჯაგერზე 23 წლით უმცროსი და თითქმის მთელი თავით მაღალი იყო. ლოურენი ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის მიმოდიოდა, სადაც ჰქონდა სამუშაო კაბინეტი. მას და ბატონ ჯაგერს აგრეთვე ეკუთვნით ბინა სენის მარცხენა სანაპიროზე.

ლოურენი ჰოლივუდის 25 საუკეთესო სტილისტთა შორის იყო.

მისი ნამდვილი სახელი იყო ლუანნ ბამბოუგი, მაგრამ 17 წლისამ როცა სამოდელო კარიერა დაიწყო, მაშინ შეიცვალა და გახდა ლოურენ სკოტი. 1990-იან წლებში კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად და სტილისტობას მიჰყო ხელი. პირველი კოლექცია "პატარა შავი კაბები" 2006 წელს წარმოადგინა და თავისი ტანსაცმლის ხაზიც გამოუშვა.imageimageimageimageimageimageimageimage





0
58
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0