საზოგადოება ქალებმა კიბოთი დაავადებული მეგობრისადმი სოლიდარობის ნიშნად თავი გადაიპარსეს 2014, 17 მარტი, 22:06 რამოდენიმე თვის წინათ გერდი მაკენას სამხრეთ აფრიკიდან აღმოაჩნდა სარძევე ჯირკვლების კიბო. მისი მეგობრები მთელი გულით თანაუგრძნობდნენ გერდის და გვერდით ედგნენ ამ მისთვის მეტად რთულ პერიოდში. ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა მოიფიქრა, თუ როგორ ეთანაგრძნოთ მისთვის, მან ყველა მეგობარს სთხოვა შეკრებილიყვნენ და გერდისთვის სიურპრიზი მოემზადებინათ.
სოლიდარობის ნიშნად მეგობრებნა გადაწყვიტეს გერდისათვის მიებაძათ და თავი გადაეპარსათ. ათმა მათგანმა თავი სამართებლით გადაიპარსა, ერთმა კი 40 სანტიმეტრი სიგრძის თმა მოიჭრა.
ქალებმა თავიანთი თმა საქველმოქმედო მიზნებისათვის გამოიყენეს: მისი გაყიდვით შემოსული თანხა გადასცეს არაკომერციულ ორგანიზაციას CANSA, რომელიც დაკავებულია ონკოლოგიიის კვლევით და კიბოთი დაავადებული ადამიანების მკურნალობით სამხრეთ აფრიკაში.
რა თქმა უნდა, ქალებისათვის არ იყო იოლი ამის გაკეთება, მაგრამ მეგობრის გულისათვის ისინი ამ მსხვერპლზე წავიდნენ. "დღეს დილით მე მივხვდი, რომ თმები-შენი არსების ნაწილია"-განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა თმების გაპარსვის შემდეგ. საპარიკმახეროდან გამოსვლის შემდეგ მეგობრები გერდის კაფეში ელოდებოდნენ. "ვფიქრობთ, რომ მას გაეხარდება და თან ეწყინება კიდეც ჩვენი გადაწყვეტილება"-თქვა იდეის ინიციატორმა. როცა გერდიმ თავისი მეგობრები დაინახა, ის ატირდა. "თქვენ მშვენივრად გამოიყურებით"-თქვა ბოლოს მან. ამ ფოტოზე გადაღებულია კიბოთი დაავადებული გერდი მაკენა თავის მეგობრებთან ერთად, რომლებმაც მისდამი სოლიდარობის ნიშნად თავი გადაიპარსეს. ყველას ვუსურვებ ასეთ მეგობრებს და რა თქმა უნდა პირველ რიგში, ჯანმრთელობას. 14 11-ს მოსწონს
|