ფოტოგრაფია მსოფლიოს გარშემო მცხოვრები ადამიანების შთამბეჭდავი ფოტოები. 2014, 17 მარტი, 15:04 ერთ-ერთმა ამერიკულმა პორტალმა, რომელიც საინტერესო სტატიებით და შესაბამისად საიტზე ვიზიტორების რაოდენობით ყოველთვის გამოირჩევა, გამოაქვეყნა სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები, რომლებიც ერთი ადამიანიდან გამომდინარეც კარგად წარმოაჩენს მათი ცხოვრების წესსა და მათ შინაგან სამყაროს. ფოტოების დაახლოებით 90%-ზე ძირითადად ასაკოვანი ხალხი არის ასახული, აფრიკული ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და სხვა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ქვეყნებიდან. მათი უკიდურესი გაჭირვება მათ შესახდაობაზე და ნაოჭებზე არის ასახული.ეს შთამბეჭდავი სურათები განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ბავშვების ნაწილში.ბავშვები, რომლებსაც ულამაზესი ნაკვთები აქვთ, თუმცა უსუფთაოდ არიან გამოწყობილნი, და ამ ჩაცმულობის მიუხედავად, ადვილი შესამჩნევია მათი სილამაზე. ფოტოგრაფების უმრავლესობა აქცენტს აკეთებს მათ თვალებზე, რომელიც როგორც ამბობენ, სულის სარკეა და თვალებზე ყურადღების გამახვილება ყოველთვის მომგებიანია, რადგან ხშირად ეს უფრო მეტ დამთვალიერებელს იზიდავს და ერთხელ ნანახიც კი სამუდამოდ რჩება ადამიანის მეხსიერებაში. 323 15-ს მოსწონს
|