სხვა ძილის მანერა და მამაკაცის ტიპი 2012, 9 მაისი, 20:50 ძილის დროს ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს-ის ისეთია, როგორიც არის. თუ გინდა გაიგო როგორი მამაკაცი წევს შენს გვერდით, მის ღამეულ ცხოვრებასაც დააკვირდი.
![]() ![]() მას ღრმად სძინავს-მამაკაცი რომელსაც მშვიდად და უშფოთველად სძინავს, გაწონასწორებულია და სტრეს იოლად უმკლავდება. ასეთ მამაკაცებს პარტნიორებთან უმეტესწილად ჯანსაღი ემციური და ფიზიკური ურთიერთობა აქვთ. ის არავითარ შემთხვევაში არ აღელდება, როცა საუბარს თქვენი ურთიერთობის მომავალზე ჩამოუგდებ, ამასთან ესეთი მამაკაცი საწოლშიც კარგი პარტნიორია-შენს სიამოვნებას იმდენ დროს დაუთმობს, რამდენსაც ისურვებ. ![]() ![]() მას უძილობა აქვს-მამაკაცი, რომელსაც დაძინება უჭირს, ხშირად ამბიციური ადამიანია. როდესაც გონებაში უამრავი რამ გიტრიალებს, "გათიშვა" რთულია. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, თავიანთ პერსონას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ურთიერთობაშიც, მაქსიმალიზმისკენ ისწრაფვიან. ბუნებით სრულყოფილების მოყვარული, უსაზღვრო სიამოვნებას მოგანიჭებს, ვახშამს საუკეთესო რესტორანში შეუკვეთავს და იქ აუცილებლად ზუსტ დროს მიგიყვანს. ერთი უარყოფითი მომენტი: მთელი დღის აქტიურობის შემდეგ საღამოს თავი შეიძლება ძალაგამოლეულად იგრძნოს, მაგრამ ხანმოკლე დასვენების შემდეგ მათი შესაძლებლობები ისევ გაუმჯობესდება. 1470 7-ს მოსწონს
|