საზოგადოება "არაფარდობითი" გენიოსი -ალბერტ აინშტაინი 2014, 15 მარტი, 10:35 დღეს სრულდება 135 წელი გამოჩენილი მეცნიერის და თანამედროვე თეორიული ფიზიკის ფუძემდებლის ალბერტ აინშტაინის დაბადებიდან. მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ყველაზე საინტერესო და ცნობილი გამონათქვამი ამ გენიალური ადამიანისა.
"არსებობს მხოლოდ ორი უსასრულო რამ:სამყარო და სისულელე, თუმცა სამყაროს შესახებ მთლად დარწმუნებული არ ვარ."
"მხოლოდ ბრიყვს სჭირდება წესრიგი, ჭკვიანი კი მეფობს ქაოსზე".
"განათლება-ესაა ის, რაც რჩება სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ". "მე არ ვიცი, რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ იმაში მყარად ვარ დარწმუნებული, რომ მეოთხე მსოფლიო ომი ჯოხებითა და ქვებით იქნება". "წარმოსახვა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნა შეზღუდულია, ხოლო წარმოსახვას შეუძლია მოიცვას მთელი სამყარო". "შენ ვერასოდეს ვერ გადაწყვეტ პრობლემას, თუ იაზროვნებ ზუსტად ისე, როგორც აზროვნებდა მისი შემქმნელი". "ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს-თუ გინდა წონასწორობა შეინარჩუნო, მაშინ უნდა იმოძრავო". "ზღვის ავადმყოფობას ჩემში იწვევს არა ზღვა, არამედ უგუნური ადამიანები და ვშიშობ, მეცნიერება ვერასოდეს იპოვის ამ ავადმყოფობისაგან განსაკურნებელ წამალს". "ისწრაფე არა იმისაკენ, რომ წარმატებას მიაღწიო, არამედ იმისკენ, რომ შენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს". "რაც უფრო მეტია ჩემი დიდება, მით უფრო სულელი ვხდები- ეტყობა, ეს საყოველთაო კანოინია". "თუ გსურთ ბედნიერად იცხოვროთ, მიზანს უნდა მიეჯაჭვოთ და არა ადამიანებს და ნივთებს". "მე გადავიტანე და გავუძელი ორ ომს, ორ ცოლს და ჰიტლერს". "მე არასოდეს არ ვფიქრობ მომავალზე, რადგან ის ისედაც საკმაოდ მალე მოდის ხოლმე". "ადამიანს, რომელსაც შეცდომა არასოდეს დაუშვია, არასოდეს უცდია რამე ახალი შეექმნა". "ყველა ადამიანი იტყუება, მაგრამ ეს არაა საშიში, რადგან ერთმანეთს მაინც არავინ უსმენს". "თუ ფარდობითობის თეორია დამტკიცდება, მაშინ გერმანელები იტყვიან, რომ მე გერმანელი ვარ, ფრანგები კი მსოფლიო მოქალაქედ გამომაცხადებენ, ხოლო თუ ჩემი თეორია უარყოფილი იქნება, მაშინ ფრანგები იტყვიან, რომ მე გერმანელი ვარ, ხოლო გერმანელები-ებრაელობას დამაბრალებენ". "მე ზედმეტად შელილი ვარ იმისათვის, რომე გენიოსი არ ვიყო". "თუ თქვენ 6 წლის ბავშვს რამეს უხსნით და ვერ აგებინებთ, მაშინ თქვენ თვითონ არაფერი გაგეგებათ იმის, რასაც მას უხსნით". "რომ მოიგო, ამისათვის საჭიროა ჯერ ითამაშო". "არასოდეს არ დაიხსომოთ ის, რის პოვნაც წიგნებში შეიძლება". "თუ უწესრიგობა მაგიდაზე ნიშნავს უწესრიგობას თავში, მაშინ რას ნიშნავს ცარიელი მაგიდა?" "ყველაზე შეუცნობელი ამ სამყაროში ისაა, რომ ის შეცნობადია". 202 12-ს მოსწონს
|