x
image
თამუნა გეწაძე
მისიკოსები, რომლებსაც მყარი ოჯახები აქვთ.
image


საზოგადოებაში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ხელოვანი ადამიანები განსხვავებულად უდგებიან ქორწინებას და თითქოსდა უფრო ადვილად ანგრევენ ოჯახებს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები.ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ იშვიათია ისეთი მუსიკოსები რომლთა ქორწინებაც ბევრ წელს ითვლის, მაგრამ როგორც ყოველთვის არსებობს გამონაკლისები, შევეცდებით წარმოგიდგინოთ ისინი. ათვლას დავიწყებთ 1969 წლის 12 მარტიდან, რადგან ამ დღეს იქორწინა ცნობილმა მუსიკოსმა პოლ მაკარტნიმ ლინდა ისტმანზე.მათი ქორწინება 30 წელი გაგრძელდა.


image

დევიდ ბოუვი და იმანი 22 წელია ერთად ცხოვრობენ. სკანდალურ დევიდს რომელსაც ბისექსუალობასაც კი სწამებდნენ, ძალიან ბევრ ცნობილ ქალბატონთან ჰქონდა რომანი, მაგრამ ფერადკანიანმა ულამაზესმა იმანმა ნახვისთანავე დაიპყრო მისი გული. 2000 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ.



image

დი სნაიდერმა 1981 წელს იქორწინა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბედნიერად ცხოვრობს დღემდე მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად.


image

როდ სტიუარტი დიდხნიან ურთიერთობებს ანიჭებს უპირატესობას.მოდელ რეიცელ ხანტერთან მან 16 წელი გაატარა.გაშორების შემდეგ კი მის პირველ მეუღლესთან დაიწყო ისევ ურთიერთობა და ისინი ისევ ერთად არიან 15 წელია. მათ ორი შვილი ჰყავთ.


image

როკის ლეგენდად წოდებულმა პობ ზომბიმ1980 წელს გაიცნო ახალგაზრდა მსახიობი შერი მუნი, რომელსაც შემდგომ თავის კლიპებში იღებდა ისინი ერთად ცხოვრობდნენ 13 წელი და მხოლოდ ამის შემდეგ 2002 წელს დაქორწინდნენ.


image

კრის მარტინი და გვინეტ პელტროუ უკვე ათი წელია დაქორწინებულები არიან და ბევრი სიძნელე გადალახეს ერთად ამის შესახებ თვით გვინეტმა ისაუბრა. მათ ორი შვილი ჰყავთ.


image

გვენ სტეფანი და გევინ როსდეინი 11 წელია ერთად ბედნიერად ცხოვრობენ და ცოტა ხნის წინ ისინი მეორე შვილის მშობლები გახდნენ.


image

ბონო და ელისონ ხუსონი 1982 წელს დაქორწინდნენ.წყვილს ოთხი შვილი ჰყავთ და ბედნიერი ოჯახი აქვთ.


image

პოლ მაკარტნი და ლინდა ისტმანი სამჯერ დაქორწინდნენ.ლინდა მუდამ ქმრის გვერდით იყო და ყოველთვის ამხნევებდა და მხრში ედგა პოლს.მათ ოთხი შვილი ჰყავთ სამი საერთო და ერთი ლინდასი პირველი ქორწინებიდან.სამწუხაროდ ლინდა მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა 1998 წელს.პოლმა ძალიან განიცადა მეუღლის გარდაცვალება. რამდენიმე წლის შემდეგ ის დაქორწინდა და მხოლოდ ექვსი წელი გასტანა მისმა ქორწინებამ სერა მაკარტნისთან.პოლმა კვლავ იქორწინა მოდელ ხიზელ მილზთან. ამ ქორწინებას ის ყველაზე დიდ შეცდომას უწოდებს მის ცხოვრებაში, მაგრამ ამ ქორწინებას სიხარულიც ახლდა თან მას არაჩვეულებრივი ქალიშვილი ჰყავს ხიზელთან.


image

პოლმა 2011წელს კვლავ იქორწინა ნენსი სეველთან.იმედია ეს ქორწინება არ აღმოჩნდება შეცდომა მის ცხოვრებაში.

2
31
4-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
31
  
2014, 14 მარტი, 22:00
კარგია მომეწონა........ისე კიდევ ბევრი მუსიკოსია.....
0 1 2