x
image
t.x.
მამა ოთხი წლის ქალიშვილის მკვლელობისთვის დააპატიმრეს
imageმამა თავისი ოთხი წლის ქალიშვილის მკველობის ბრალდებითაა დაპატიმრებული. პატარა ალექსა უიტლი შობის დღესასწაულის შემდეგ მამასთან, კარლ უიტლისთან ერთად ჰერტფილდში, ჰარტფორდშირში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ალექსა, რომელიც უიტლის გვარს ატარებდა მამასთან მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც გოგონას დედასთან სასამართლო დავა მოიგო.

გუშინ დილით, ათის ნახევრის შემდეგ პოლიციაში შევიდა გამოძახების ზარი. პოლიცია მაშინვე გამოცხადდა ადგილზე და პატარა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მეზობლების ცნობით ბატონი უიტლი ახალ ორსაძინებლიან სახლში გასული წლის ნოემბერში გადასახლდა.

ალექსა მამამ ჰოვედელის სკოლის ოთხწლიანების ჯგუფში დილის ცვლაში მიიყვანა.


გოგონას სიკვდილის მიზეზი ჯერ დაუდგენელია, რადგან პატარას ცხედარს გამოკვლევა მხოლოდ ორშაბათს ჩაუტარდა. პატარას აღენიშნებოდა ჭრილობები. ამჟამად დაპატიმრებულია ბავშვის 30 წლის მამა მკველობის ნიადაგზე. ის წარმოშობით ჰეტფილდიდანაა. როგორც წინასწარი გამოძიებით დგინდება, გოგონას დაჭრის მომენტში სახლში უცხო არავინ იყო.image

მეზობლის მონათხრობს თუ დავუჯერებთ, "ის საკმაოდ კეთილშობილი ადამიანი ჩანდა, მეზობლებთანაც თავშეკავებული, მშვიდი ურთიერთობა ჰქონდა. ის ნოემბერში გადმოვიდა. სახლიდან გასვლისას ყოველთვის შლაპას იფარებდა. მე ვიცი, რომ ბავშვის დედასთან ჰქონდა სასამართლო დავა. როცა მან საქმე მოიგო, პატარა ალექსა მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ალექსა საოცრად საყვარელი პატარა გოგონა იყო. ეს ნამდვილი ტრაგედიაა."imageimageimageimage

4
704
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
704
  
2014, 14 მარტი, 23:48
არამგონია მამა დამნაშავე იყოს, მაგრამ პატარა ძალიან შემეცოდა
2014, 14 მარტი, 14:16
საზიზღარი მამა
2014, 14 მარტი, 10:10
შეიშალა მთელი მსოფლიო :((
0 1 4