ქალი და მამაკაცი 20 წლის ბრაზილიელმა სტუდენტმა გოგომ ქალიშვილობა 780 000 $-ად გაყიდა 2014, 13 მარტი, 21:37 ბრაზილიელი სტუდენტი და მოდელი კატარინა მილორინი ქალიშვილობას შეელია 780 000$-ად. მან თავისი ქალიშვილობა ონლაინ აუქციონზე „დადო“, რომელიც ავსტრიელმა რეჟისორმა და დოკუმენტალისტმა მოაწყო. ასეთი უჩვეულო გადაწყვეტილების მიზეზად გოგონამ დაასახელა, რომ მას სჭირდება ფინანსები, რათა სამედიცინოზე ისწავლოს არგენტინაში. ავსტრალიური მასობრივი ინფორმაციის საშულებების მიხედვით, გოგონა „გადაეცა“ თავის "მყიდველს" თვითმფრინავის ბორტზე, რის შემდეგაც წყვილი გაემგზავრა გაურკვეველი მიმართულებით სამოგზაუროდ. კონტრაქტის მიხედვით, ბედნიერმა მყიდველმა, იაპონელმა ნაცუმ, გაიარა ყველა გამოკვლევა ვენერიულ დაავადებებზე და კონდომის ხმარებაც მოუწია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამავე აუქციონზე ერთ-ერთი ლოტი იყო 21 წლის რუსი ალექსანდრე სტეპანოვის ვაჟიშვილობა. სიყვარულის ერთ ღამეში, ვინმე ბრაზილიელმა "ნენე ბ."-მ მას მხოლოდ 3 000$ შესთავაზა. 331 9-ს მოსწონს
|