შოუბიზნესი მარინა ბერიძე ქმარს დაშორდა 2014, 13 მარტი, 12:45 65 წლის ასაკში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს, მარინა ბერიძეს, ოჯახი დაენგრა! მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე და ქალბატონი მარინა, თანაკლასელები არიან. როგორც თავად ამბობს:"ჩემი ბევრი წლის ტრაბახი, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი მქონდა, ასე დამთავრდა...მაგრამ კარიერას ასე რომ არ დავასრულებ, ამის პირობას მივცემ ყველას." ცნობილია რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ჯგუფი პერიოდულად უპირისპირდებოდა მარინა ბერიძეს: "საერთოდ, მშვიდად არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემს წინააღმდეგ ეს ტალღა უკვე რამდენჯერმე აგორდა. თავიდან ვიფიქრე, რაღაც ინტრიგაა, მოსწყინდებათ და გადაივლის-მეთქი. მაგრამ ასე არ მოხდა. ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე პერიოდულად, მიზანმიმართულად ჩემი ანტიპიარი მიმდინარეობს.. იყო ბრალდებები რომ რაღაც ფინანსურ მაქინაციებშიც ვარ თურმე გარეული... არადა, ფინანსებთან არასდროს მქონია შეხება. მედავებიან რომ თურმე ბოლო 20 წლის განმავლობაში შემოქმედ ადამიანებს ვბლოკავდი და მორალურ ზიანს ვაყენებდი მომღერლებს, ნიჭს ვთრგუნავდი... ამასობაში ჩემი გამოზრდილი ახალგაზრდა მუსიკოსები მღერიან ყველგან, ტელეპროექტი არ არსებობს, მონაწილეობა არ მიიღონ..." ამბობს ქალბატონი მარინა! p.s. ამ ნიჭის "დაბლოკვა" კი მართლაც არ შეიძლებოდა! :) 676 4-ს მოსწონს 1-ს არა
|