x
image
K.P.
პირველად მსოფლიოში: 3D პრინტერით აღდგენილი სახე
imageბრიტანელმა ქირურგებმა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მოტოციკლით ავარიაში მოყვა და სახე ძალიან დაუზიანდა, სახის გამოსახულება 3D პრინტერით აღუდგინეს. ქირურგმა Adrian Sugar-მა აღნიშნა, რომ ეს შედეგი საუკეთესოა მათ შორის, რაც ჯერ-ჯერობით მიუღია.

"ამ დახვეწილი ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია ნაყოფიერად მუშაობა. ის მომავლის ტექნოლოგიაა, რომელსაც უფრო ფართო გამოყენება ექნება"-განაცხადა ქირურგმა.

29 წლის პაციენტმა, სტეფან ფოვერმა, 2012 წელს ავარიის შედეგად ზედა ყბა, ცხვირი და შუბლის ძვლის ნაწილი გაიტეხა. სტეფანს ჩაფხუტი ეხურა, თუმცა ამან ვერ უშველა. ავარიის შემდეგ მისი სახე ისე დამახინჯდა, რომ ახალგაზრდა ქუდისა და სათვალის გარეშე გარეთ ვერ გამოდიოდა. image

ოპერაციის წყალობით, პაციენტის სახე დაახლოებით ისევე გამოიყურება, როგორც ადრე. ოპერაციამ პაციენტის მთელი ცხოვრება შეცვალა. "როდესაც გავიღვიძე მე ვერ დავინახე მაშინვე განსხვავება, თანდათან კი ყველაფერი ნათელი გახდა"-განაცხადა სტეფანმა "BBC"-სთან ინტერვიუში.


ექიმებმა გატეხილი ძვლების მსგავსი ფირფიტები დაბეჭდეს, შემდეგ კი ნელ-ნელა დახვეწეს. საბოლოოდ დამზადებული ფირფიტები თავის ქალის თავსებადი აღმოჩნდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

ქირურგების ახალმა მიღწევამ შესანიშნავი პრაქტიკა დანერგა. სტეფანის ცხოვრება კი საგრძნობლად შეიცვალა. ამჯერად მისი სახე ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე იმ საბედისწერო დღის შემდეგ.

image

0
65
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0