x
image
მანჩო 777
"მინდა, რომ ადამიანებმა მნახონ და არასოდეს დანებდნენ"-ცალფეხა ფოტომოდელის აღსარება
ალექს მინსკი სულ 26 წლისაა, მაგრამ ის გაცილებით ასაკიანად გამოიყურება. საქმე არც დაბალ წვერშია და არც მრავალრიცხოვან ტატუირებაში, რომლითაც მისი სხეულის დიდი ნაწილია დაფარული.ალექსი სასწაულებრივად გადარჩა დაღუპვას ომში და ის მთელი ცხოვრეება ინვალიდად დარჩა. თუმცა ამას ხელი არ შუშლია მისთვის ცნობილი და მოთხოვნადი მოდელი გამხდარიყო.

image

ალექს მინსკი-ყოფილი საზღვაო ფეხოსანია. 2009 წელს ავღანეთში სამსახურის დროს ის ნაღმზე აფეთქდა, რის გამოც 47 დღე კომაში იყო, ჰქონდა უამრავი დამწვრობა, თავის ქალის და ტვინის უმძიმესი ტრავმა და აგრეთვე მას გაუკეთეს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია.

გამოჯანმრთელების და სახლში დაბრუნების შემდეგ ალექსი თვდაპირველად დეპრესიაში ჩავარდა და სმა დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ არ შეიძლებოდა ასე იოლად დანებება და გადაწყვიტა აქტიურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.


image

მან გაიკეთა პროთეზი და სავარჯიშოდ დაიწყო სიარული, თავიდან კვირაში ორჯერ, შემდეგ კი უკვე სისტემატურად. ვარჯიში მისი ცხოვრების სტილი გახდა. სწორედ ამან შეცვალა მისი მომავალი.

image

სპორტული დარბაზიდან გამოსვლის დროს ალექსზე ყურადღება გაამახვილა ფოტოგრაფმა მაიკლ სტოუკსმა: კინომსახიობის სახე, ორიგინალური ტატუირება, სპორტული აღნაგობა და საბრძოლო ტრავმა-ეს საკმაოდ არატრივიალიური შეთანხმება იყო. მაიკლმა ალექსი სამუშაოდ მიიწვია. ეს კარიერა მისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ახლა ალექსი მუშაოს ფოტომოდელად და მრავალი პრიალა ჟურნალის გვერდზე ვნახავთ მის ფოტოებს. მისი სურათების ნახვისას არამარტო სიმპათიური სახით ვიხიბლებით, არამედ ახალგაზრდა კაცის სულის სიძლიერითაც.

image

ალექსის ისტორია და მისი გარეგნული სახე მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს გადალახოს ბევრი ცხოვრებისეული სირთულე.

imageimageimageimageimage




6
232
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
232
  
2014, 15 მარტი, 11:21
ნამდვილად არ სჭირს დასაწუნი არაფერი:)
2014, 15 მარტი, 11:10
მეარდავიწუნებდი :-)
2014, 15 მარტი, 10:22
ხომ მოგეწონა? არ დაიწუნებდა ქალი ფეხის გამო:)
2014, 15 მარტი, 10:08
რა ბიჭია იფ მერე რარომ ფეხი არაქვს ზოგს ტვინი აკლია ეგ უფრო დიდი ნაკლია :D
2014, 12 მარტი, 10:20
და როგორი ძლერი ყოფილა სულით.
2014, 12 მარტი, 10:19
ძალიან სიმპატიურია
0 1 6