სისხლის სამართალი მკვდარი იპოვეს ქალი, რომელმაც სამი შვილი თავისი ხელით მოკლა 2014, 11 მარტი, 2:30 დილით მკვდარი იპოვეს ქალი, რომელმაც თავისი სამი შვილი დანით, საკუთარი ხელით მოკლა. თითოს რვამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მათი გასისხლიანებული პატარა სხეულები სახლის უკანა ოთახში ეყარა ზურგზე ამობრუნებული. შემთხვევა 2010 წელს მოხდა ედინბურგში. გუშინ დილით კი 50 წლის ქალი მკვდარი იპოვეს მკაცრი რეჟიმის საავადმყოფოში. ტერეზა რიგგი 16 წლიანი ვადით იყო დაპატიმრებული შვილების, რვა წლის ტყუპების ოსტინის და ლუკის და ხუთი წლის ქალიშვილის სესილიას მკვლელობისთვის. ის თავიდან დაადანაშაულეს წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში, ხოლო შემდეგ მკაცრი მეთვალყურეობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ, ბავშვები სახლში ძლიერი აფეთქების ხმაზე შესულმა მენეჯერმა იპოვა საღამოს 4 საათზე. აფეთქება კი გაზმა გამოიწვია. გამოძახებაზე მოსულმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ ბავშვები რამდენიმე საათის დახოცილები იყვნენ. სამივეს ჰქონდა მრავლობითი ჭრილობები, მაგრამ სიკვდილი გულში დანის ჩარტყმით იყო გამოწვეული. ბავშვების დახოცვამდე ტერეზამ თავის მეგობარს შესჩივლა, რომ ძალიან ცუდად იყო და ამის შესახებ რადიოში მოისმენდა. ქალს მაშინვე აღენიშნებოდა გარკვეული სახის ფსიქიური პრობლემები. ქალს ჰყავდა შესანიშნავი ქმარი და საოცრად კარგი ბავშვები. ამ ოჯახის ტრაგედიამ ყველა შეძრა. ყველა აღნიშნავდა, რომ საოცარი, მშვენიერი პატარების დავიწყება შეუძლებელი იყო. ტერეზა თავიდან ციხეში იყო, მაგრამ რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი დილით მარტო ეგდო ოთახში, იატაკზე. პოლიციამ დაათვალიერა გვამი, რომელსაც არავითარი ზემოქმედების ნიშნები არ აღენიშნებოდა. 270 3-ს მოსწონს
|