x
image
მანჩო 777
იაპონიაში გამოიგონეს კბილის პასტა, რომელიც კარიესით დაავადებულ კბილებს აღადგენს
"რევოლუციური გამოგონება პირადი ჰიგიენის სფეროში ეკუთვნის იაპონელ მეცნიერს კაზუე იამაგაშის-მან შექმნა კბილის პასტა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მყისიერად და რაც მთავარია, მკურნალობის გარეშე, უმტკივნეულად კბილებზე არსებული ხვრელების და ბზარების ამოვსება, აგრეთვე კბილის ემალის აღდგენა და რაც მთავარია, ეს ხდება სტომატოლოგის ჩარევის გარეშე, '' -აცხადებს ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph-ი.

თავისი შემადგენლობით ეს კბილის პასტა ძალიან ჰგავს კბილის ემალს და შესაძლებელია მისი უშუალოდ დატანა კბილებზე. მასალა მიღებული იქნა ჰიდროქსილ-აპატიტზე ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად, რომელიც კბილის ძირითად შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს.

პასტის კბილებზე დატანის დროს ის შემდეგნაირად მოქმედებს:თავდაპირველად მასში შემავალი მჟავა ოდნავ ადნობს დაზიანებული კბილის ემალს, სამი წუთის შემდეგ კი პასტა კრისტალიზდება და ის მჭიდროდ ერწყმის კბილის ბუნებრივ ემალს. გარდა ამისა, პასტა ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაცაა.

ტესტებმა, რომლებიც იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, აჩვენეს, რომ პასტის გამოყენებით აღდგენილი კბილი ჯანმრთელისაგან არაფრით არ განსხვავდება. მათ შორის სხვაობა მიკროსკოპშიც კი არ ჩანს.



image

3
303
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
303
  
2014, 12 მარტი, 8:46
განსაკუთრებით ჩინელები..და შემოყრიან ჩვენთან:)
2014, 12 მარტი, 0:51
ჰაჰაა ან კიდე როცა ფალსიფიცირებულს გამოუშვებენ ესა თუ ის ქვეყნები :)
2014, 11 მარტი, 1:14
ეს პასტა მაშინ მოვა ჩვენამდე როცა კბილები აღარ შეგვრჩება
0 1 3