x
image
თამუნა გეწაძე
შონ პენის და შარლიზ ტერონს რომანი აქვთ?

image



მადონასა და შონ პენის ქორწინება 4 წელში დასრულდა.პოპ–მუსიკის დედოფალი აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ნამდვილი სიყვარული იყო და ეს ცნობილი და პოპულარული მსახიობი, შონ პენია.წყვილმა დაშორების შემდეგ შეინარჩუნა მეგობრული ურთიერთობა.შონ პენი მხარდაჭერის მიზნით ხშირად ესწრება მადონას კონცერტებს, ხოლო მადონამ თანადგომა გაუწია ცნობილ მსახიობს და გაიტში ჩავიდა შონის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე.ოსკარის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მადონამ წვეულება გამართა, რომელსაც ბევრი ცნობილი და პოპულარული ადამიანი ესწრებოდა სელენა გომესით დაწყებული ანჯელინა ჯოლითა და ბრედ პიტით დამთავრებული.საღამოზე მოწვეული იყო ასევე შონ პენიც, რომელსაც გვერდს ულამაზესი შარლიზ ტერონი უმშვენებდა.ისინი ყურადრების ცენტრში მოექცნენ იმის გამო, რომ არ მალავდნენ საკუთარ გრძნობებს და ეალერსებოდნენ ერთმანეთს.წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა.დამსწრე საზოგადოებას მათი საქციელი ყურადრების გარეშე არ დარჩენია.თვით მადონამაც შეამჩნია მათი თბილი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა.რამდენად სერიოზულია ეს ურთიერთობა და რითი დასრულდება ის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ორი ნიჭიერი მსახიობი ძალიან უხდებოდა ერთმანეთს.


imageimageimageimage



0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0