ფოტოგრაფია უცნაური კუთხით დანახული ხილი და ბოსტნეული 2014, 9 მარტი, 10:22 ფრანგ ფოტოგრაფ კრისტენ ჟაკს მეტად უცნაური გატაცება აქვს:ის ბაზარში არჩევს უცნაური შესახედაობის ხილს და ბოსტნეულს და მათ ჩუქნის სხვა სიცოცხლეს. კრისტენს არ ეშინია იმპროვიზაციების და შეუძლია უცნაური შეამჩნიოს ჩვეულებრივ ნივთებში. ნორმალური ადამიანებისაგან განსხვავებით იგი სპეციალურად არჩევს ბაზარში ყველაზე უშნო და ცუდი შესახედაობის ხილ-ბოსტნეულს, მათ ათავსებს არაჩვეულებრივ გარემოში და შემდეგ ფოტოფორზე აღბეჭდავს ხოლმე. თავისი ნამუშევრების სერიას მან დაარქვა "ჩემი წარმოსახვის ნაყოფი". გთავაზობთ კრისტენ ჟაკის რამოდენიმე ფოტოსურათს ამ სერიიდან.
ნეტავ სად მოვხვდი? გაბრაზებული ვარ! დაიმალა მიშველეეეთ! ჭიამაია როგორი მარტოსული ვარ, ჩემთან არავინ მეგობრობს დასასვენებლად ჩამოჯდა მშვენიერი ქალბატონი მარწყვი-თევზი მსხალი არასოდეს ყოფილა ამაზე უფრო მიმზიდველი კატა ყურძნის თვალებით ლიმონის ბარტყი ავტორი გვიმტკიცებს, რომ ეს დრაკონია კურდღელი ციკორისაგან მსხალი და კომბოსტო ერთად მშვენიერ სპილოს ქმნიან თუ მანგოს შეჭმა არ გსურთ, მისგან აი ასეთი თევზი გააკეთეთ ლოკოკინა სირაქლემას გამჭოლი მზერა 170 12-ს მოსწონს
|