საზოგადოება სამი წლის გოგონამ თავისი ლამაზი თმა კიბოთი დაავადებულ თანატოლს დაუთმო 2014, 7 მარტი, 22:08 სამი წლის გოგონამ მოიჭრა თმები და გადასცა ის საქველმოქმედო მიზნისათვის:მისი თმისგან გააკეთებენ პარიკს სიმსივნით დაავადებული ბავშვისათვის, რომელმაც თმა ქიმიოთერაპიის შედეგად დაკარგა.
"ხანდახან ბავშვები ავადმყოფობენ და მათ ცვივათ თმები. ისინი ამას ძალიან განიცდიან და დარდობენ. მე არ მინდა, რომ ბავშვები დარდობდნენ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ თმები. მე მინდა მათ ჩემი თმები მივცე, მე ხომ გრძელი თმა მაქვს და შემიძლია ის შევიჭრა"-ასე უთხრა დედას პატარა ემილი ჯოესმა. ![]() აი თოჯინაც პარიკმახერის მაკრატლის ქვეშ. ![]() თოჯინის შემდეგ კი ემილის ჯერი დადგა. ![]() ახალი ვარცხნილობით ორივე კმაყოფილი დარჩა. ![]() შემდეგ ემილიმ თავისი თმები პარიკისათვის გაუგზავნა ავადმყოფ გოგონას. ![]() ![]() რა დასკვნის გამოტანააა შესაძლებელი ამ ისტორიიდან: ადამიანებო, გააკეთეთ სიკეთე, ეს ხომ ასე ადვილია. სიკეთის კეთებას სულაც არ სჭირდება ბევრი ფული, მთავარია უშურველად გასცეთ ის, რისი გაცემაც შეგიძლიათ, თუნდაც სულ მცირედი. გახსოვდეთ, სიკეთე არასოდეს არ იკარგება! ![]() 87 15-ს მოსწონს
|