x
image
მანჩო 777
პროფესიები, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ
წარმოიდგინეთ, რა ელვის სისწრაფით ვითარდება სამყარო. ჯერ კიდევ ოციოდე წლის წინ მეორე ქალაქში რომ ახლობელს დალაპარაკებოდით, ფოსტაში უნდა შეგეკვეთათ საქალაქთაშორისო ზარი და ტელეფონისტის მომსახურეობით გესარგებლათ, ხოლო საუკეთესო რძეს თავად მემაწვნე ან მერძევე მოგიტანდათ ბინაზე. დღეს ბევრი პროფესია რარიტეტი გახდა და არსებობა შეწყვიტა. მინდა ამ პოსტში ასეთ პროფესიებზე მოგითხროთ.


ბავშვები, რომლებიც კეგლებს აწყობდნენ ბოულინგში, ავტომატებმა შეცვალა.

imageimage


ადამიანმა-მაღვიძარამაც კარგა ხანია არსებობა შეწყვიტა. დროზე გაღვიძებაში დღეს ჩვენ ათასნაირი გაჯეტები გვეხმარება.


image
image


ყინულის მჭრელები-ეს პროფესია გამოიყენებოდა ყინულის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად. თანამედროვე მაცივრების ეპოქაში ამ პროფესიამ თავისი ფუნქცია დაკარგა.

image



ადამიანი-რადარი-თქვენ წარმოდგინეთ, ასეთი პროფესიაც არსებობდა. მტრის თვითმფრინავების აღმოჩენა დღეს მთლიანად ავტომატიზირებულია.

image

image


ვირთხების დამჭერი. ევროპაში ათიათასობით ადამიანი იყო დაკავებული ვირთხების პოპულაციის კონტროლით, რათა დაეცვათ საზოგადოება უამრავი საშიში ინფექციის გავრცელებისაგან.

imageimage


მეფანრე. სანამ ელექტროობას გამოიგონებდნენ, ეს ადამიანები ანთებდნენ, აქრობდნენ და საწვავით უზრუნველყოფდნენ ქუჩის ფანრებს.

image


მერძევე. დღეს თანამედროვე კონერვაციისაა და პასტერიზაციის მეთოდები იძლევა შესაძლებლობას რძის პროდუქტების ხანგრძლივი დროით შენახვისა. ადრე კი მერძევეებს ახალმოწველილი რძე სასწრაფოდ უნდა მიეტანათ მომხმარებლამდე, რომ მას ამჟავება ვერ მოესწრო.

imageimage



ტელეფონისტი. სატელეფონო ქსელის ოპერატორები მისი მუშაობის განუყოფელი ნაწილები იყვნენ. საქალაქთაშორისო ზარების განხორციელების დროს მათი მომსახურეობა აუცილებელი იყო. ეს პროფესია სულ რამოდენიმე წელია, რაც რარიტეტად იქცა.

image


image



გვამების ქურდები. მე-19 საუკუნეში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს ძალიან უჭირდათ გვამების მოპოვება პრაქტიკული სწავლებისათვის. ამიტომ ისინი ქირაობდნენ გვამების ქურდებს, რომლებიც ღამით ახლადდასაფლავებულ მიცვალებულებს იპარავდნენ საფლავებიდან.

image

1
493
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
493
  
2014, 5 მარტი, 15:39
ძლაინ საინტერესო სტატიაა
0 1 1