x
image
ვიზა კოხაძე
რატომ ეჭვიანობს მილა კუნისი?
imageსაზღვარგარეთის პრესა დღეს აქტიურად განიხილავს ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილის ეშტონ კატჩერისა და მილა კუნისის ამჟამინდელ დაძაბულ ურთიერთობას. საქმე ეხება მილა კუნისის არც თუ უმიზეზო ეჭვიანობას თავის საყვარელ მამაკაცზე და პოპ მუსიკის ვარსკვლავ - ბარბადოსელ რიანაზე.

როგორც წყარო გვატყობინებს, ცოტა ხნის წინ ეშტონ კატჩერს ხშირად მოდიოდა მობილურ ტელეფონზე უცნობისგან შეტყობინებებიც და ზარებიც, თუმცა მილას შეკითხვას მსახიობი ყოველთვის თავს არიდებდა.


image

image
ამის შესახებ მილა კუნისმა თავის მეგობრებთანაც დაიჩივლა და ნერვიულობისა და საკუთარი ეჭვიანობის შესახებ უახლოეს გარემოცვას მოუყვა და ისიც აღნიშნა, თუ როგორ სთხოვა საყვარელმა მამაკაცმა პატიება.


ამჯერად სექს სიმბოლოდ აღიარებულ ეშტონ კატჩერს კვლავ შეექმნა პრობლემა, რადგან მას ტელეფონზე "გამოტოვებულ ზარებში" რიანას მორიგი შეტყობინება მოუვიდა. თავად მსახიობი რიანასთან მხოლოდ და მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობაზე საუბრობს, რისთვისაც მან ბოდიში მოუხარა მილას და პირობა მისცა, რომ რიანასთან სამუდამოდ შეწყვეტდა არა მარტო ურთიერთობას, არამედ სატელეფონო კავშირსაც.

imageimageimageimageimageწყარო იმაზეც საუბრობს, რომ ეშტონის ნამდვილი სიყვარული და საყვარელი ქალი მხოლოდ მილა კუნისია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ცოლობა სთხოვა.


0
87
12-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0