საზოგადოება დამკრძალავი ბიუროს "გაცოცხლებულმა" კლიენტმა მებალზამეები საშინლად შეაშინა(+ვიდეო) 2014, 3 მარტი, 18:31 ადამიანმა, რომელმაც გაიღვიძა დამკრძალავ ბიუროში გვამებისათვის განკუთვნილ ტომარაში, მებალზამეებს, რომლებიც ის-ის იყო პროცედურას იწყებდნენ, საშინელი შოკი განაცდევინა.
ფერმერი უოლტერ უილიამსი ლეკსინგტონიდან(მისისიპის შტატი) როცა გონს მოვიდა, კარგა ხანს ვერ მიხვდა, თუ სად იმყოფებოდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ის იწვა გვამებისათვის განკუთვნილ ტომარაში, სანამ მებალზამეები მისი ბალზამირებისათვის ემზადებოდნენ. არც მებალზამეებს დასდგომიათ კარგი დღე, როცა ნახეს, რომ მათი კლიენტი ცოცხალი იყო. როგორც სასამართლო მედექსპერტიზა ვარაუდობს, ეს იმით აიხსნება, რომ უილიამსის კარდიოსტიმულატორი გაჩერდა მცირე დროის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ისევ ამუშავდა. პათოლოგანატომის თქმით, მან შეამოწმა უილიამსის პულსი ოთხშაბათ საღამოს 9 საათზე და სიკვდილის დიაგნოზი დასვა. უილიამსის ნათესავმა ედი ჰესტერმა განაცხადა:''მე ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ჩადეს მათ ის გვამებისათვის განკუთვნილ ტომარაში და წაიყვანეს. ეს იყო დაახლოებით საღამოს 10-ის ნახევარზე, ხოლო ღამის 2.30 საათზე ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ბიძია ცოცხალია". დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე ბაირონ პორტერი აცხადებს, რომ მისი მუშაობის მანძილზე ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მის ფირმაში ასეთი უცნაური ამბავი მოხდა. ოლქის შერიფმა კი ინტერვიუში თქვა:" როცა მე ვკითხე გამომძიებელს, თუ რა მოხდა, მან ვერაფრის ახსნა ვერ შეძლო, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს სასწაულია". 289 5-ს მოსწონს
|