x
image
nukrichanturia
ანგელა მერკელი - პუტინმა რეალობის შეგრძნება დაკარგა
imageგერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაკარგა რეალობის შეგრძნება. ასეთი დასკვნა გააკეთა მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბარი შედგა ვლადიმერ პუტინთან, იუწყება - The New York Times.

ინფორმაციის თანახმად 2 მარტს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის. ლიდერები შეთანხმდენ რომ უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებოდნენ.

ვლადიმერ პუტინი უძულებული გახდა დათანხმებულიყო ყირიმში ეუთოს მისიის შეყვანის ფაქტს, მას შემდეგ რაც აშშ დაემუქრა "დიდი რვიანის" არ მონაწილეობაზე, რომელიც სოჭში უნდა გაიმართოს.

გარდა ამისა, მერკელი ესაუბრა ობამას, რომ მას მიღებული აქვს თანხმობა დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ლიდერებისგან, შეწყვიტონ მზადება "დიდი რვიანის" შეხვედრისგან და იპოვონ გზები უკრაინის ეკონომიკის გასაძლიერებლად.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ აუქმებს სავაჭრო მისიას მოსკოვში. ვაშინგტონმა ასევე პირობა დადო, რომ გააუქმებს შეხედრას რუსეთთან, სადაც სამხედრო თანამშრომლობაზე უნდა ყოფილიყო საუბარი.


0
68
3-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0