x
image
კატაპულტი
,,ესენი ხოცავდნენ ჩვენს წინაპრებს და ახლა ჩვენ გვხმარობენ"

გაუმარჯოს საქართველოს!!!ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა, ზოგიერთ მათგანს სერიოზული ბიზნეს-ინტერესები გააჩნია ჩვენს ქვეყანაში, ზოგიერთი საკუთარ ქვეყანას გამოექცა.უკვე კარგა ხანია დადის ხმები, რომ უცხოელები საქართველოში ადგილობრივ მოსახლეობას არ ასაქმებენ და თანამემალულეები ჩამოჰყავთ სამუშაოდ, რაც თავის მხრივ ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანებას იწვევს.რამდენიმე დღის წინ მეტად სამწუხარო შემთხვევას წავაწყდი მეტროში.ვაგონში 6, სავარაუდოდ, ირანელი მამაკაცი იმყოფებოდა და მათი ხმაური ყველას ყურადღებას იპყრობდა, ერთმანეთს ფოტოებს უღებდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ.ეს იმდენად გამაღიზიანებელი არ იყო, როგორც შემდეგი მათი ქცევა: ვაგონში დასაჯდომი ადგილი არ იყო, გაჩერებაზე ერთ-ერთი მგზავრი ადგა და მის ადგილას ბავშვიანი ქალბატონი აპირებდა დაჯდომას, ერთმა ირანელმა კი ხელით გაწია ისინი და თავად მოკალათდა, ყელში ბურთულა მომაწვა, მინდოდა მივვარდნოდი და იქვე გამეგლიჯა ის უცხოელი, ხალხს გადავხედე და სახეზე ღიმილი დასთამაშებდათ, ამაზე უფრო მეტად ავღელდი. გასაგებია, რომ ევროპული ქვეყანა ვართ და უცხო ქვეყნის მოქალაქეს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ როდესაც ასე გექცევიან?! საკადრის პასუხს გასცემ და ნაცისტად შეგრაცხავს უცხოელიცა და ქართველიც.

...ვაგონში მათხოვარმა ბავშვმა ჩამოირა “დამეხმარეთ"-ის თხოვნით, ამაზეც სიცილი ატეხეს, დამტვრეული ქართულით დასცინოდნენ “დამეკმარე, დამეკმარე.."

“მთელი ვაგონი ამათ უკავიათ, ინვალიდი ქალი ფეხზე ვდგავარ და ესენი კი რა ამბავში არიან?!... ესენი ხოცავდნენ ჩევნს წინაპრებს და ახლა ჩვენი ჯერია...ახლა ჩვენ გვხმარობენ" - ბუტბუტებდა ირანელებს თავსდამდგარი შავებში ჩაცმული ქალი და გული ერთდროულად სიბრალულითა და ბრაზით მიცემდა. ამ უცხოელების ხარხარზე თავში გამიელვა, რომ ალბათ, შაჰ აბასიც ასე დაგვცინოდა, როდესაც გვაოხრებდა საუკუნეების წინ.

0
51
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0