x
image
ლეელ
ჩვენი გულია ჩვენივე ბედნიერების ფუძე და ზედსაყრდენი-გოეთე
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე-გერმანელი მწერალი და მოაზროვნე... გოეთე, ეს ის ადამიანია, რომლის სამშობლო მთელი მსოფლიოა. უნიჭიერესი, ბრწყინვალე მოაზროვნე, მან აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა, თუმცა კი მისი სახელი დღემდე უკვდავია, მისი შემოქმედება დღესაც აოცებს მკითხველს....

image
















ამ სტატიაში კი მინდა გაგაცნოთ ფრაზები მისი ერთ-ერთი წიგნიდან "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი".... იმედი მაქვს, თქვენც ჩემსავით ისიამოვნებთ წაკითხვისას....

1.ადამიანები ამაოდ წუწუნებენ-ამ ცხოვრებაში ბედნიერი დღეები ცოტაა და უხეირო-ბევრი..


ჩვენ რომ ალალ-მართალი გულის პატრონები ვიყოთ, რომელიც შეიშნობს და შეიტკბობს სიკეთეს, მაშინ შესაძლებელ გულის შეერთებას და მწუხარებას უფრო ადვილად ავიტანდით...


image


2. უგუნებობა სხვა არაფერია, თუ არა სიზარმაცის ერთი დარგი. ჩვენ უნდა შეგვწევდეს ნებისყოფა-ჩვენივე ბუნება აღვზარდოთ და დავგეშოთ!!!

image


3.უცილოდ შლეგია იგი, ვინც სხვისი გულისთვის ფულსა და პატივს გამოეკიდება, მაშინ, როცა მას პირადად არც ერთისთვის სცხელა და არც მეორესთვის.


image


4. მოვიდა სხვა და თავისი მიჯნური ეცლება ხელიდან-ბასტა!


image


5.ამქვეყნად იშვიათად ნახავ ადამიანს, რომლსაც-ან "ჰო", ან "არა" ჰქონდეს ლოზუნგად. გრძნობები და საქციელები მრავალფეროვან ვარიაციებში გვხვდებიან, როგორც განსხვავებანი, თუნდაც კეხიან ცხვირსა და ჩაჭყლეტილ ცხვირს შორის.


image


6. საოცარია სწორედ, რომ გვჩვევია ადამიანებს რაიმე საქციელის განსჯის დროს:ეს სისულელეა, ეს გონიერია, ეს კარგია, ეს ცუდია. და რას ნიშნავს ყოველივე ეს?! მე თქვენ გეკითხებით:გამოიძიეთ და გამოიკვლიეთ წინასწარ ამა თუ იმ საქციელის მიზეზი? გამოარკვიეთ თუ არა -რა პირობებში მომწიფდა მისი ატმოსფერო?

ყოველივე ეს რომ ჩაგედინათ, მაშინ სულმოსწრაფებულ დასკვნებსაც არ გამოიტანდით!!!

image


7. ვნება, თრობა და სიგიჟე...

თქვენ ასე გულგრილად შესცქერით ყოველივე ამას, -ზნეობის დარაჯნო. თქვენ ლოთობას ჰგმობთ, შეშლილიც გძაგთ და გვერდს უხვევთ ტანჯულ მოყვასს.


image


8. ყოველი რჩეული, რომელსაც რაიმე დიადი და თვალსაჩინო რამ შეუქმნია, დასაბამიდან იქნა გაკიცხული, როგორც ლოთი, თუნდაც შეშლილი.


image


9. ადამიანის ბუნებას, განსაზღვრულ მიჯნურისადმი თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილისა თუ ტანჯვის გადატანა; როცა ამ მიჯნურს გადასცდება, უთუოდ დაიღუოება...


image


10. ადამიანი ყველა ადამიანია და ის მცირედი შეგნება, რომელიც ზოგიერთს მოეპოვება ცოტათი მეტი, ვიდრე მეორეს, რა ბედენაა იმ წუთებში, როცა ვნება აზვავდება და კაცობრიული გრძნობა გულზე მოასქდება კაცს?!


image


11.ხშირად ვგრძნობთ კიდევაც ჩვენს ნაკლს, და თანაც გვგონია:რაც ჩვენ გვაკლია, ეს სხვას მოეპოვება.

და ეს სხვა ხდება, ჩვენივე წარმოდგენებით, ხდება იდეალური ღირსებებით დაჯილდოვებული ადამიანი. არსებითად კი იგი ჩვენი წარმოდგენების ნაყოფია და სხვა არაფერი.


image


12. ადამიანები თვითონვე ჰქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომ ცხოვრება აუტანელი გახადონ თავისთვის და სხვებისთვისაც...


image


13. სულიერი მშვიდობა ჩინებული რამაა, მაგრამ იგი ფრიად რხეულია და ამიტომ ადვილადაც იმსხვრევა...


image


14. ეს ჩვენი სულის თვისებაა გასაოცარი, არევ-დარევის და სიბნელის მკრთალი შეგრძნება-რაც ჩვენ არ ვიცით, თუ რას ნიშნავს დაბეჯითებით.


image


ესაა მხოლოდ მცირე ნაწილი... ბოლოსკენ მინდა გაგაცნოთ ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა:

15. როგორ დავიჯერო, რომ ქვეყანაზე ჩემ გარდა ერთი ქალიც კი არ მოიძებნება, რომელიც თქვენს გულის წადილს აასრულებს? მოიკრიბეთ ძალა, მიმოეხედეთ ირგვლივ და გეფიცებით, უთუოდ იპოვით შესაფერ გულის სწორს!!!!


image

2
160
14-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
160
  
2014, 27 თებერვალი, 23:34
ხოო :D მაგრამ ბოლომ მიმტყუნა :@ არ მომეწონა დასასრული..:X:X:X ბოლო მეც ძალიან მომეწონა
2014, 27 თებერვალი, 23:17
კი შენ ძალიან მოგეწონა ეს წიგნი :D

სტატია კარგია :) განსაკუთრებით ბოლო ფრაზა...
0 1 2