x
image
მატასი
როგორ შევიცნოთ ტყუპები (ლინდა გუდმანის ასტროლოგიის მიხედვით)
imageმაისი 22 - ივნისი 21


თუ ვინმეს შეხედეთ და ორად მოგეჩვენათ, სათვალის გაკეთებას ნუ იჩქარებთ. თქვენს წინაშე ტყუპი იქნება, ზოდიაქოთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი და მოუხელთებელი ნიშანი. მის სახეზე ერთდროულად იხატება აღტაცებაცა და სევდაც, სიხარულიცა და ნაღველიც. ტყუპს ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება.

ტყუპს ერთ ადგილას ვერ გააჩერებ, გამუდმებით მოძრაობს, იცვლის ტანსაცმელს, სამუშაოს, საცხოვრებელ ადგილს, მეგობრებს... მერკურის მფარველობაში მყოფთ ერთი საზიზღარი თვისება აქვთ: წიგნს რომ აიღებენ უეჭველად ბოლო გვერდზე უნდა ჩაიჭყიტონ. ტყუპთაგან წიგნს თავიდან ბოლომდე იშვიათად თუ ვინმე კითხულობს, მაგრამ თუ ასეთ ეგზემპლარს იცნობთ, მერწმუნეთ, გვარში უეჭველად ვერძი ან თხის რქა ეყოლება. ტყუპთა მოუთმენელი ხასიათი მარტო წიგნის კითხვისას კი არა, ყოელგვარი საქმიანობისას გამოსჭვივის.

ტყუპები ისეთ სამუშაოს ამჯობინებენ, რომელიც შთაბეჭდილებების და მოქმედების გამუდმებულ ცვლასთანაა დაკავშირებული. ამ ადამიანთა გარშემო ყოველთვის დაძაბული გარემო სუფევს, მათგან ნერვული ენერგია ნაპერწკლებივით იფრქვევა. ტყუპებში ვერ შეხვდებით ადამიანს რომელიც დინჯად ლაპარაკობს, ჩვეულებრივ ისინი რატრატებენ და სიტყვას ვერ ჩაურთავ.


ტყუპებს გესლიანი და მახვილი ენა აქვთ. სიტყვიერი ბატალიებიდან ხშირად გამარჯვებულნი გამოდიან, მაგრამ კაცთმოყვარე ტყუპები ამ უპირატესობას სხვების საზიანოდ იშვიათად იყენებენ.

ტყუპებს შეუძლიათ ძალდაუტანებლად აკეთონ ერთდროულად რამდენიმე საქმე. ტელეფონით გატაცება მათთვის იმდენად ძლიერია რომ ზოგს ჰგონია, ტყუპები ქვეყანას ყურმილით ხელში მოევლინნენო.

ყველაფერი სადღეისო, საკირკიტო, გადაუდებელი ტყუპებს ხასიათს უფუჭებს. ამ დროს თავს გალიაში გამომწყვდეულივით გრძნობს. ნამდვილ ტყუპს პუნქტუალურობა არამც და არამც არ ახასიათებს(თუ რა თქმა უნდა გვარში ქალწული არ ჰყოლია). პაემანზე, სასიყვარულო იქნება ეს თუ საქმიანი, ტყუპი აუცილებლად დააგვიანებს.

ტყუპების თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობს. ფრაზის სწორად აგება პრაქტიკულად ყველა მათგანმა იცის. შესანიშნავად თხზავენ პიესებსა და რომანებს, თუმცა იშვიათად აწარმოებენ საკუთარ დღიურებს.

ტყუპები ადვილად ითვისებენ უცხო ენებს, ამიტომ მათში პოლიგლოტი ბევრია. ჩვეულებრივ უპირატესობას ფრანგულ ენას აძლევენ.

ტყუპები ჯანმრთელობისგან კი არა მარტოობისგან და მოწყენილობისგან თუ ავადდებიან. მოუსვენარნი და დაუღალავნი დღენიადაგ ძიებაში არიან. მათი დაოკება არ ძალუძს არც ფულს, არც სიყვარულს, არც ძალაუფლებას და აარც წარმატებას. საკმარისია ერთ მიზანს მიაღწიონ რომ მაშინვე მეორეს ელტვიან.

ტყუპები გარშემომყოფთ თავისი მომხიბლაობით აჯადოებს, თვითონ კი თავისი იდეალის ძებნით იმდენადაა გართული, რომ ხშირად ვერ ხედავს რა ხდება მის ცხვირწინ და ბედი ხელიდან უსხლტება.

7
1549
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
1549
  
2013, 25 იანვარი, 1:38
დედაჩემმა ეს რომ წაიკითხოს გადაირევა გაოცებისგან განსაკუთრებით კი წიგნთან დაკავშირებით:)) 95% +
2013, 5 იანვარი, 18:52
კარგი იყო:)
2012, 17 ივნისი, 5:21
კი მეც ბევრი რამ მჩვევია რაც აქაა მაგრამ ქაქანი და რატრატის შემთხვევაში სხვას ვუთმობ და კიდევ ტელეფონზე წერია ტყუილი, ჩამოკიდული არ ვარ ნაგდად :D:D
2012, 29 მაისი, 12:53
არაფერს :*
2012, 27 მაისი, 20:48
გაოცებული ვარ აიი ყველა დეტალი დაემთხვა აბსოლუტურად რაც წერია:D მაგარია:* დიდი მადლობა ავტორ:*
2012, 9 მაისი, 12:40
აბა რა :))
2012, 8 მაისი, 21:09
ვაიმე,პოლიგლოტი ვარ და ფრანგულ ენას ვანიჭებ უპირატესობას.
მეგობარო,90% ნამდვილად დაემთხვა.
კარგი პოსტია.
0 1 7