ასტროლოგია როგორ შევიცნოთ კურო 2012, 4 მაისი, 15:13 21 აპრილი - 21 მაისი
მას ყოველთვის იოლად შეიცნობთ მშვიდი და მდუმარე გამომეტყველებით. თუ მისი ახლო მეგობარი არ ხართ, ალბათ, თქვენთან საუბრისას შემდეგი სიტყვებით შემოიფარგლება : ''ჰო'', ''არა'', ''გმადლობთ'', ''ნახვამდის''. ტიპიური კუროები ლაპარაკსა და მოძრაობაში აუჩქარებელნი არიან. მათგან საუცხოო ფერმერები, ბანკირები, უძრავი ქონებით მოვაჭრენი გამოდიან. კურო სოლიდური მშვიდი არსებაა. მისი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლებელია. თუ კურო არ გეთანხმებათ რამეში, რაც არ უნდა გააკეთოთ მას ვერაფერს დაუმტკიცებთ. ხბო საკმაოდ მშვიოდობიანი არსებაა. უყვარს როცა არავინ აწუხებს და თვითონაც არასოდეს გადაგეღობებათ წინ. თავი დაანებეთ და ბედნიერი იქნება. მას შეუძლია თვეობით და წლობითაც კი მშვიდად იყოს და თავის საქმე აკეთოს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი გააჩნია, თუ ერთ დღესაც მოთმინება ამოეწურა უფრთხილდით. მისი განრისხება საშინელებაა, იგი სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს. საპირისპირო სქესისადმი კურო სულაც არ არის გულგრილი, მაგრამ სასურველ პიროვნებას დევნას არასოდეს დაუწყებს. მას ურჩევნია მოხიბლოს თავის რჩეული და აიძულოს თვითონ ელტვოდეს. თუ ხბოს აგრძნობინებთ რომ მოგწონთ და თვითონაც ესიმპატიურებით ინიციატივას დაუყოვნებლივ თვითონ აიღებს. კურო იშვიათად ნერვიულობს როცა რაიმე არ გამოსდის. ბუნებით ამაყია და ყოველგვარ უსიამოვნებას ვაჟკაცურად ხვდება. დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს. როგორც წესი ხბო შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩევა და ავად იშვიათად ხდება. ხბოს ბუნებით ჯანმრთელი ორგანიზმისათვის აუცილებელია სუფთა ჰაერი და ფიზიკური დატვირთვა. ბუნებით ხბო ძალიან ჯიუტია და მტკიცე ხასიათი აქვს, ამიტომ ბევრი რამის ატანა შეუძლია. ოჯახისა და მეგობრებისადმი მათი ერთგულება უსაზღვროა. ხბოებში იშვიათად გამოერევა სასტიკი და დაუნდობელი პიროვნება(ადოფ ჰიტლერი ამის ნათელი მაგალითია). მუსიკისადმი და ფერწერისადმი ხბო გულგრილი არ არის. მასში ხომ ხელოვნების მფარველი ქალღმერთი ვენერას სულო ცოცხლობს. მათ უმრავლესობას კარგი ხმა აქვს და პროფესიონალი მომღერლებიც ხდებიან. მუსიკა მთელი ცხოვრება თან ახლავთ, ხოლო ფერწერა პროფესია ან ჰობია. წყარო: ცნობილი ამერიკელი ასტროლოგის ლინდა გუდმენის წიგნი ''ჰოროსკოპი ანუ ფსიქოლოგიური პორტრეტები'' 1445 7-ს მოსწონს
|