x
image
მატასი
კურო ქალი
image


ხბო ქალი იმ თვისებათა განსახიერებაა, რომელთაც მამაკაცები გამუდმებით დაეძებენ ქალში და იშვიათად პოულობენ. იგი ხანდახან ანჩხლი დაკაპასია, მაგრამ წყობიდან ძნელად თუ გამოვა. თუ მის მოთმინებას ბოროტად არ გამოიყენებთ, მუდამ წყნარი, მშვიდი და ალერსიანი იქნება.

ბუნებით პატოსანი ხბო-ქალი ჩვეულებრივ ქალურ ხრიკებს ვერ ეგუება, ხოლო მასავით სულის სიძლიერეს ყველაზე მძლავრი მამაკაციც ვერ დაიტრაბახებს. მაგრამ ხბო-ქალი ჭეშმარიტი ქალია და ამ ''არაქალურ'' თვისებას მამაკაცთან არ ამჟღავნებს.

იგი ადამიანებს ისეთებად აღიქვამს, როგორებიც არიან და ამისი ეს თვისება მამაკაცებს ყოველთვის ხიბლავთ. მტრის მიმართ ხბო-ქალი სრულიად გულგრილია, იგი მათ უბრალოდ ვერც კი ამჩნევს. სმაგიეროდ მეგობრებისთვის სულს არ დაიშურებს, ნებისმიერ შეცდომას აპატიებს და გაჭირვებისას არასოდეს განუდგება. მაგრამ თავის მიმართაც იგივე დამოკიდებულებას მოითხოვს. თუ მის ნდობას ვერ გაამართლებთ განაწყენდება და საკუთარ თავში ჩაიკეტება.


ხბო ძალიან ეჭვიანი არ არის. სხვა ქალებისაგან განსხვავებით, იგი არ გადაირევა, თუ ვინმე ლამაზ ქალიშვილის მისამართით აღტაცებას გამოთქვამთ, უფრო, ალბათ, თქვენს აღტაცებას გაიზიარებს. მაგრამ თუ თავს ნამდვილი ღალატის უფლება მიეცით და მან ეს გაიგო კარგი დღე არ დაგადგებათ.

ხბო აღმერთებს კარგ, ძვირფას სუნამოს და ამ საკითხში დახვეწილი გემოვნებაც აქვს. არაფერი სხვა ისე არ შეაჯავრებს მას ადამიანს, როგორც უსიამოვნო სუნი.

ხბოს სანელებლებით შეზავებული გემრიელი სადილი უყვარს. კარგი იქნება თუ დროდადრო მდიდრულ რესტორანში მიიპატიჟებთ. ხბო ქალები კი როგორც წესი თავად ჩინებული კულინარები არიან.

ხბოებს უყვართ მუსიკა, ფერწერა, ბუნება. ხშირად თავადაც ხატავენ და არცთუ ურიგოდ.

ნუ დაგავიწყდებათ რომ ხბო საწინააღმდეგო აზრს ვერ იტანს და თქვენს შეძლებისდაგვარად ანგარიში უნდა გაუწიოთ, განსაკუთრებით ხალხის თანდასწრებით. იგი საკმაოდ ზანტია, მაგრამ ეს მისი ჩვეული ტემპია და ნუ ააჩქარებთ.

3
2457
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
2457
  
2012, 29 დეკემბერი, 23:11
ძააან კარგები ვართ კუროები )))
2012, 3 ივნისი, 15:58
ბოლო ფრაზის გარდა, ყველაფერი ,,ჩემია" :D:D
2012, 9 მაისი, 18:11
აი,ზუსტად ჩემზეა :))))
0 1 3