სხვა თვითმფრინავიდან დანახული მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები 2014, 27 თებერვალი, 22:04 ფოტოგრაფმა პილოტმა მსოფლიოს შემოუარა და შეძლო შორი მანძილიდან მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტებისთვის ფოტოები გადაეღო. გამოუვიდა კიდეც.
მფრინავის მიერ მოპოვებული ეს ულამაზესი ხედები მსოფლიოს 26 ყველაზე დიდ აეროპორტებს გამოსახავს. ჟამთააღმწერლების და სამრეწველო ექსპერტების თქმით, ეს არის პილოტის მიერ ყველაზე სცენური მიდგომა, რომელმაც შეძლო საუკეთესო ხედები აღებეჭდა ფოტოებზე.
სკვამიშის აეროპორტი კანადაში, რომელიც გამოკითხვის მიხედვით ყველაზე საუკეთესო ადგილზეა აშენებული, რომელსაც გარს არტყავს ფიჭვნარი, მდინარე და უზარმაზარი მთები, პირველ ადგილზეა.
მეორე ადგილზე ადგილმდებარეობის მხრივ იტალიის ქალაქ ვენეციაში - მარკო პოლოს აეროპორტია, სადაც ზღვის ულამაზესი ხედები იშლება.
სიდიდით მესამე ადგილზეა ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე ძალიან ლამაზი აეროპორტი, მაგრამ ძალიან სახიფათო მისადგომით. ძალიან აკლია გლამური სოჭის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც შავ ზღვაზე მდებარეობს და გარშემო მთები აკრავს. სანკტ - ბარტსის აეროპორტი, რომელიც თვალწარმტაცი სილამაზით გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დასაფრენი ბილიკით, იახტებით სენ - ჟენის პლიაჟზე. მისტიკური აეროპორტი ზღვაშია აშენებული მიუდგომელი გარშემოწერილობით, რომელიც ისლანდიაში მდებარეობს. შემდეგი აეროპორტი მალდივის კუნძულებზე, რომელსაც ირგვლის უამრავი პატარ - პატარა კუნძულები აკრავს. ლაქსის აეროპორტი ლოს ანჟელესში სიდიდით და სილამაზით გამორჩეულია. ბრაზილიაში რიო დე ჟანეიროს საერთაშორისო აეროპორტი და ქვინსტაუნის აეროპორტი ახალ ზელანდიაში მშვენიერი ხედებით. საფრანგეთის საერთაშორისო აეროპორტი ალპებში და პაროს სახელწოდებით ბუტანის აეროპორტი. ნიუქვეის აეროპორტი კორნუოლას სანაპიროზეა აშენებული. ლაგუარდიას აეროპორტი ნიუ იორკში, რომლის მარცხენა მხარეს მანჰეტენის შესანიშნავი ხედები იშლება. მეორე აეროპორტი კვლავ ნიუ იორკში და კვლავ მანჰეტენის ცათამბჯენების უმშვენიერესი ხე დებით. ლონდონის ულამაზესი აეროპორტი. ავსტრიის აეროპორტი - სახელწოდებით ინსბრუკი. ჰონგ კონგისა და გიბრალტარის აეროპორტები. 124 11-ს მოსწონს 1-ს არა
|