x
image
კატაპულტი
ის,რაც მხოლოდ საქართველოში ხდება
მხოლოდ საქართველოშიჩვენს ქვეყანაში ბევრი ისეთი ფაქტი, მოვლენა თუ შემთხვევაა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, რასაც სხვა ქვეყანაში ძნელად ან საერთოდ ვერ შეხვდებით. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რაც ვფიქრობ, სახალისო განწყობას შეგიქმნით:


1. მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ ცალმხრივ მოძრაობიან გზაზე ფეხითმოსიარულემ გადასვლისას ორივე მხარეს უნდა გაიხედოს.


2.მხოლოდ საქართველოში შეხვდებით ავტობუსის მგზავრებს, რომლებიც მგზავრობის ბილეთს მხოლოდ კონტროლიორის გამოჩენის შემდეგ იღებენ.


3.მხოლოდ საქართველოში ნახავთ მოქეიფე ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლის ფასად ბოლომდე ჩაიხრჩობიან სასმელში ოღონდაც თანამოსუფრეს ტოლი არ დაუდონ.



4.მხოლოდ საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ბინის მისამართი არ იციან.


5.მხოლოდ საქართველოშია, რომ მძღოლები იქით ატრიალებენ საჭეს, საითაც არ შეიძლება.


6. მხოლოდ საქართველოშია, რომ მძღოლები ერთი მიმართულებით რთავენ შუქურ სიგნალს (“პავაროტნიკს"), და მეორე მიმართულებით უხვევენ.


7.მხოლოდ საქართველოშია, რომ რაც არ უნდა სავსე იყოს ტრანსპორტი, მაინც ვცდილობთ ავიდეთ, თუნდაც ვეღარ წავიდეს.


8.მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ ყველის შეძენისას შიგ შეიძლება ქვა აღმოაჩინოთ წონის მოსამატებლად.


9.მხოლოდ საქართველოში ხმარობენ ლიფტებში ძუამობმულ 5-თეთრიანბეს.


10.მხოლოდ საქართველოში იძულებული ხარ შუქნიშნის წითელ ფერზე გაიარო, თორემ მწვანე რომ აინთება, შენს უკან მდგომ ყველა მძღოლს უკვე გამოლანძღული ეყოლები.

7
304
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
304
  
2014, 27 თებერვალი, 0:28
მოკლედ ვთქვი ჩემი სათქმელი, აღარ განვავრცობ :D
2014, 27 თებერვალი, 0:28
მხოლოდ საქართველოში გოგო ქალიშვილია მაგრამ 18+ ჰქონია
2014, 27 თებერვალი, 0:26
მხოლოდ საქართველოში ბიჭი არატრადიციული ორიენტაციისაა თუ წარბები აქვს გაკეთებული და ვაფშე ეპილაციაზე ან სალონში დადის.
2014, 27 თებერვალი, 0:24
მხოლოდ საქართველოში თუ გოგოს თამამად გაცვია და კარგი გარეგნობა გაქვს აუცილებლად იკერები
2014, 27 თებერვალი, 0:21
მხოლოდ საქართველში შეიძლება ბიჭთან მეგობრობა ფლირტად ან მისი დაკერვის მცდელობათ ჩაგითვალონ
2014, 27 თებერვალი, 0:18
მხოლოდ საქართველში ყიდულობენ X6 და გაზზე გადაჰყავთ ( მთავარია ხომ იმარიაჟებენ)
2014, 27 თებერვალი, 0:17
მხოლოდ საქართველოში ადამიანს საჭის ფული არააქვს მაგრამ ჯიბეში აიფონი უდევს იმიტორო მოდაშია და ჯაან ტიპი ხარ თუ ის გაქვს
0 1 7