სალათები სალათი - მომკალი ნაზად 2014, 26 თებერვალი, 20:09 ინგრედიენტები:
● სოკო - 300 გ.
● სტაფილო - 2 ცალი
● კიბოს ჩხირები - 200 გ.
● ხახვი - 2 ცალი ● ზეითუნის ზეთი - გემოვნებით ● მცენარეული ზეთი - შესაწვავად ● მარილი - გემოვნებით ● კამა - გასაფორმებლად მომზადება: ხახვი დავჭრათ ნახევარწრეებად და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში. ასევე ცალკე მოვშუშოთ სოკო და კიბოს ჩხირები, სანამ ოქროსფერს არ მიიღებენ. შევურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთს, დავუმატოთ მოხარშული, უხეშად გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი კამა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და გემოვნებით დავუმატოთ მარილი (წიწაკის მოყვარულებს შეუძლიათ წიწაკაც დაუმატონ). კარგად ავურიოთ მიღებული ინგრედიენტები და... გემრიელად მიირთვით 401 14-ს მოსწონს
|