მუსიკა სიმღერა,რომელმაც მსოფლიო დაიპყრო და შესრულდა უამრავ ენაზე,მათ შორის ქართულად 2014, 25 თებერვალი, 20:53 2012 წლის 18 ივლისს იტალიაში გამოვიდა სინგლი "Il Pulcino Pio"(წიწილის წივწივი), რომელმაც Globo Records-სმა გამოსცა და გამოსვლიდან ერთ თვეში იტალიის ჰიტ-აღლუმს სათავეში მოექცა.#1 ადგილი სიმღერამ 8 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა.მალევე სიმღერამ მაღალი ადგილი დაიკავა ევროპის სხვა ქვეყნებშიდაც, მათ შორის საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთში და სხვაგან.
თვითონ სიმღერის ადაპტაცია მოხდა ბრაზილიური ოპერიდან "O Pintinho", ხოლო მისი ალტერნატიული ვერსია შექმნა ბრაზილიელმა კომპოზიტორმა ელისვარდო დე სილვამ 1985 წელს, ხოლო სიმღერა პირველად "Trio Nortista"-მა შეასრულა. 2011 წელს Globo Records-მა შეიძინა სიმღერა, თარგმნა იტალიურად და შექმნა მისი ახალი ვერსია.სიმღერამ არნახული წარმატება მოიპოვა, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის დროს, მსოფლიოს უამრავ ქვეყნის კურორტებზე დღე და ღამე ტრიალებდა იგი და დღესაც აქტუალობა არ დაუკარგავს. შეიქმნა ამ სიმღერის კატალონიური("El Pollet Piu"), ჰოლანდიური("Het Kuikentje Piep"), ინგლისური("The Little Chick Cheep"), ფრანგული(Le Poussin Piou"), გერმანული("Das Kleine Küken piept"), ბერძნული(Το Πουλάκι Τσίου"), პორტუგალიური(О Pintinho Piu"), რუმინული("Puiul Piu"), ესპანური(El pollito Pio"), რუსული(Цыплёнок Пи") და ქართული("თხამ შეჭამა ვენახი"), (თუმცა ამ უკანასკნელს ტექსტიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ხალხურ ლექსზეა დაფუძნებული, საერთო არაფერი აქვს ამ სიმღერის ორიგინალურ შინაარსთან)ვერსია. ამჟამად ""Il Pulcino Pio"-ს სხვადახვა ვარიანტებს მთლიანობაში ნახევარ მილიარდამდე ნახვა აქვს You tube-ზე. 2013 წელს საფრანგეთში იქნა გამოცემული ნაკრები ალბომი "Piou Piou Dance Party", რომელშიც შესული იყო 2013 წლის ცნობილი ჰიტები, "Piou Piou" ხმით.ალბომმა ადგილობრივ ჩარტში #10 ადგილი დაიკავა. 189 2-ს მოსწონს
|