სხვა ოთახის დალაგებისათვის ჯარიმა, სულ რაღაც €10000 2014, 25 თებერვალი, 20:15 იტალიის ქალაქ "Bari"-ში დამლაგებელმა შემთხვევით ხელოვნების ნიმუშები გადაყარა, რომლებიც განკუთვნილი იყო თანამედროვე ხელოვნების გამოფენისათვის.
როგორც, "The Telegraph"-ი იტყობინება დამლაგებლის საქმიანობაში შედიოდა კარდონები და ფურცლები, რომლებიც იატაკზე იყო მიმოფანტული აეკრიფა და ოთახი დაელაგებინა.
დამსაქმებელმა კომპანიამ, მომსახურე პერსონალი დაიცვა და განაცხადა, რომ "დამლაგებელი ქალი თავის სამუშაოს ასრულებდა". ზიანის ანაზღაურება კომპანიას მოუწევს, რაც €10000 შეადგენს.
როგორც ირწმუნებიან, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ნაგავში ხვდება.
48 4-ს მოსწონს
|