x
image
K.P.
სიკვდილმისჯილი გოგონას ბოლო წერილმა მსოფლიო შეძრა
image
26 წლის გოგონას ისტორიამ მსოფლიო მოიცვა.

ირანელი რეიჰანე ჯაბადი უკვე მკვდარია. ის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მკვლელობისთვის ჩამოახრჩვეს. პარასკევს ოჯახმა სატელეფონო ზარი მიიღო: "თქვენ შეგიძლით ქალიშვილს დაემშვიდობოთ". განაჩენის აღსრულების ადგილი უცნობი იყო, რადგან ციხის თანამშრომლებს პროტესტანტების შეეშინდათ. შაბათ დილით კვლავ გაისმა ზარი, შეგიძლიათ თქვენი ქალიშვილის გვამი წაიღოთ.

2007 წელს, როდესაც რეიჰანე 19 წლის გახლდათ, სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელმა მორტეზა აბდოლალი სარბანდიმ გოგონა რაღაც საბაბით ბინაში შეიტყუა, სადაც ის რეიჰანეს თავს დაესხა და მასზე ძალადობას შეეცადა. გოგონამ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მამაკაცი დანით დაჭრა და ადგილიდან გამოიქცა. რეიჰანემ სასწრაფო დახმარებაშიც დარეკა, თუმცა მოძალადე უკვე გარდაცვლილი გახლდათ.

მსოფლიოს ორგანიზაციებმა მრავალჯერ მიმართეს ირანის მთავრობას გოგონა სიკდილით არ დაესაჯათ, მაგრმ ამაოდ.image


რეიჰანეს ბოლო წერილმა, რომელიც დედისკენ იყო მიმართული მსოფლიო შეძრა. "მე არ მინდა მიწაში გავიხრწნა. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს.. იზრუნე და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ჩემი თვალები, გული, ძვლები და ყველაფერი, რისი ტრანსპლანტაციაც კი შესაძლებელია ვინმეს გადაეცით, ვისაც ეს სჭირდება. არ მინდა მიმღებმა ჩემი ვინაობა იცოდეს. იყიდე ყვავილები ჩემთვის და ილოცე, მაგრამ მთელი გულით მსურს საფლავი არ მქონდეს, სადაც იგლოვებ და დაიტანჯები. არ მინდა ჩემს გამო შავი კაბა ატარო. გთხოვ ქარს გამაყოლო" image

1
1454
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1454
  
2016, 28 იანვარი, 10:20
რა ძლიერი ყოფილა
შემებრალა
0 1 1