სხვა წყვილმა სეირნობისას 10 მლნ დოლარის ღირებულების საგანძური იპოვა 2014, 27 თებერვალი, 0:24 ამერიკელმა წყვილმა მიწაში 10 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო იპოვა. "კალიფორნიელ ცოლ-ქმარს გაუმართლა და ჟანგიან ბალონში, რომელიც მიწაში იყო ჩამარხული მე-19 საუკუნის დროინდელი ოქროს მონეტები იპოვეს"-გვატყობინებს "San Francisco Chronicle".
მონეტები შესანიშნავ მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ახალთახალი და გამოუყენებელია. მონეტები 1847-1894 წლებით თარიღდება და მათი ნომინალური ღირებულება ხუთი, ათი და ოცი დოლარია. ექსპერტის მტკიცებით, ამ კოლექციის ფასი 10 მილიონი დოლარია. (7.3 მილიონი ევრო.) "ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირადღირებული საგანძურია, რომელიც ამერიკის მიწაზე აღმოაჩინეს"-ამტკიცებს სპეციალისტი. თვითოეული მონეტის ფასი დაახლოებით 27 000 დოლარია. ზოგი მათგანი კი იმდენად იშვიათია, რომ აუქციონზე შესაძლოა მილიონადაც კი გაიყიდოს. ცოლ-ქმარი ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მიწაში ჩაფლული რკინის ბალონი იპოვეს და მისი წარმომავლობით დაინტერესდნენ. წყვილს სურს მათი სახელები და საცხოვრებელი ადგილი საიდუმლოდ დარჩეს. ცოლ-ქმარს არ სურს, რომ საზოგადოების ყურადღებით შეწუხდნენ და არც იმის სურვილი არ აქვთ, რომ მათი სახლის ახლოს განძის საპოვნელად დაიწყონ მიწის თხრა. ვინ და რატომ ჩაფლა საგანძური მიწაში ჯერ უცნობია. სულ მალე ოქროს მონეტები გამოიფინება და მალევე, მათი გაყიდვა აუქციონზე მოხდება. 699 5-ს მოსწონს
|