სხვა ნახევარ მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა ინდოეთში შოკირებული და პარალიზებულია ( + ვიდეო ) 2014, 25 თებერვალი, 14:16 ინდოეთის ქალაქ მირატის მოსახლეობა, რომელიც დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე იმყოფება, გუშინ პანიკამ მოიცვა.დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები, ქუჩებში რეგულარულად სირენებით დაფრინავს თვითმფრინავები, მუდმივად გადაიცემა რადიო შეტყობინებები და ადგილობრივი ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, (რომლის რაოდენობა ნახევარი მილიონია), მოსალოდნელ საფრთხეებზე.მათ ეკრძალებათ ქუჩაში გამოსვლა. შიშის და პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს მოსახლეობას, რადგან ქალაქში მოხეტიალე ლეოპარდია, რომელმაც მოასწრო და ერთი კაცი დაჭრა. როგორც იტყობინებიან, ველური ცხოველი თავადაც ძალიან შეშინებულია, თუმცა ძალიან მობილიზებულიც.ლეოპარდი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შენიშნეს და ისეთი სისწრაფით დაქროდა, მალევე ის მოსახლეობამ დამფრთხალი სხვა უბანში დააფიქსირა. მობილიზებულია როგორც პოლიცია, ასევე სამთავრობო უწყებები, რათა დროულად მოხდეს ამ ველური ცხოველის დაჭერა და ზოოპარკში ჩამწყვდევა. ლეოპარდების ზუსტი რაოდენობა ინდოეთში ცნობილი არ არის, მაგრამ "ბბს" - ის ექსპერტების ვარაუდით, მათი რაოდენობა სავარაუდოდ 10 000 იქნება. როგორც ინდოელები ამბობენ, ველური ცხოველების ქუჩებში გამოჩენა თანდათან მატულობს და ხალხი შეშინებულია. ფოტოებზე კარგად ჩანს, როგორ ამტვრევს ველური ცხოველი საავადმყოფოს ფანჯრებს და იწევს ხალხისკენ. კადრში ჩანს, თუ როგორ დაგლიჯა ველურმა ცხოველმა მამაკაცი ფეხში. 114 7-ს მოსწონს
|