x
image
ციცი
Mediator image
კოტე თოლორდავას "ჩემი ცოლის დაქალებში" ვეღარ ვიხილავთ
image


ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მთავრ გმირს, ერთ-ერთ "ბაბულიკას", დიტოს, რომლის როლსაც მსახიობი კოტე თოლორდავა ასახიერებდა, ვეღერ ვიხილავთ.image

ეს ინფორმაცია მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა დაადასტურა, თვითონ კოტე თოლორდავას ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც განომ აღნიშნა, ეს უნდა სერიალის სცენარისტს ქეთი დევდარიანს ჰკითხონ თუ რატომ აღარ იქნება დიტო შემდეგ სეზონში.

როგორც ფილმ "ჩემი ცოლის დაქალი კინოში" დასასრულს ჩანს, ფილმის მთავარი გმირი "ბაბულიკები", მდინარეში გადავარდებიან მანქანით და სავარაუდოდ ყველა იღუპება სანდრექსას გარდა.


განო მელითაურის თქმით კოტეს არ სწყენია სერიალის დატოვება, მან ისედაც შეძლო თავისი როლით საყვარელი გმირის შექმნა, გარდა ამისა აღნიშნა რომ კოტე ძალიან ბევრ სპექტაკლშია დაკავებული და ამდენის ერთად შეთავსება მისთვისაც ძალიან ძნელია.


ასე რომ სერიალის მოყვარულები ვეღარ იხილავენ დიტოს. როგორც იცით, სერიალში კატოს როლის შემსრულებლის, ნინი გაჩეჩილაძის ლელა მებურიშვილით ჩანაცვლებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სერიალის მაყურებლებში და ახლა დიტოს წასვლასაც ალბათ ასევე უარყოფითად შეხვდებიან, რადგან მისმა გმირმა ბევრს შეაყვარა თავი.

გარდა ამისა ფილმის ახალ სეზონში "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი დაქალი გამოჩნდება, რომლის როლსაც შეასრულებს მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც საზოგადოებას კარგად ახსოვს სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან".image
ვნახოთ გაამართლებს თუ არა სერიალის ახალი სეზონი და ისეთივე პოპულარული თუ იქნება მაყურებელთა შორის.

3
881
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
881
  
2014, 25 თებერვალი, 22:04
ქორწილის მერე კიდევ არის ფილმი, გუსინ გავიდა ტელევიზიით "ჩემი ცოლის დაქალი კინოში"
2014, 25 თებერვალი, 16:54
მეც შოკირებული დავრჩი, ამ სერილის ქორწილს რომ ვუყურე. საშინელება იყო ნამდვილად, იმის მაგივრად რომ აქცენტირებული ყოფილიყო დედოფილის მიმართ პატივისცემა და თაყვანისცემა , ხან ერთ საპირფარეშოში სცემდა ახალი სიძე პატარძალს და ხან მეორეში ... ნუ კიდევ საშინელი , შეურაცხმყოფელი ეპიზოდები - მოკლედ რომ ვთქვათ დაბალი დონის ოჯახებში რაც ხდება ის არის გადაღებული. საშინელებაა და სამარცხვინოა.
2014, 25 თებერვალი, 13:20
ძალიანაც კარგი. მე აქტიური მაყურებელი არ ვარ ამ სერიალის, მაგრამ მის პერსონაჟს ვერ ვიტანდი.
0 1 3