სხვა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია 2014, 24 თებერვალი, 22:16 ნორვეგიაში მიღებული არაა ხანდაზმული ადამიანებისათვის ადგილის დათმობა. ითვლება, რომ ამით ხაზს უსვამთ თქვენს ფიზიკურ უპირატესობას.
P.S..ეტყობა, ქართველებმა ნორვეგიელებისაგან აიღეს მაგალითი, რადგან არც ჩვენთან იკლავენ თავს უფროსისათვის ადგილის დათმობით. აშშ-ში არაა მიღებული ქალის მაგივრად ფულის გადახდა რესტორანში. ითვლება, რომ ამით მამაკაცი ხაზს უსვამს თავის ფინანსურ უპირატესობას. ჩინეთში მიღებული არააა სტუმრებმა ყვავილები მიართვან დიასახლისს. ითვლება, რომ ამით სტუმრები მიანიშნებენ:სახლი იმდენად ულამაზოა, რომ სტუმრებს თვითონ მოაქვთ მოსართავი მის გასალამაზებლად. ნიუ-ჯერსის შტატის პლიაჟებზე 1937 წლამდე აკრძალული იყო მამაკაცების მხოლოდ ქვედა საცურაო კოსტიუმით გამოჩენა. საბაბი იყო ის, რომ ადგილობრივ მცხოვრებელებს "არ სურდათ გორილების დანახვა მათ პლიაჟებზე." პირველი ხელოვნური ნაძვის ხეები გერმანიაში მზადდებოდა შეღებილი ბატის ფრთებისაგან. 1870 წლამდე აბორტის გაკეთების საკმაოდ გავრცელებული მეთოდი იყო ჯანმრთელი კბილის ამოღება ანესთეზიის გარეშე. ითვლებოდა, რომ აუტანელი ტკივილი თვითნებურ აბორტს იწვევდა. ძველ რომში საკმაოდ კარგად ფლობდნენ პლასტიკურ ქირურგიას. ძირითადად მას იკეთებდნენ მამაკაცები-იცილებდნენ იარებს ზურგზე. ზურგზე ნაჭრილობევი დიდ სირცხვილად ითვლებოდა, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ომში მამაკაცმა ზურგი უჩვენა მტერს. ცნობილია შემთხვევები, როცა დათვები ხაფანგში აგდებდნენ ქვებს, ხაფანგი იკეტებოდა და შემდეგ დათვები უსაფრთხოდ ჭამდნენ სატყუარას. შუბი ბრიტანეთის არმიის ოფიციალურ იარაღად ითვლებოდა 1927 წლამდე. ბევრი მეზღვაური ატარებდა ოქროს საყურეს, რათა მოულოდნელი გარდაცვლების შემთხვევაში ისინი ღირსეულად დაეკრძალათ ამ ოქროს ხარჯზე. ინგლისში უკანასკნელი მგელი მოკლეს 1500 წელს, 1770 წელს-ირლანდიაში, ხოლო 1772 წელს-დანიაში. ბრიტანეთის ფლოტის წესის მიხედვით, მეზღვაურის ზღვაში დაკრძალვის შემთხვევაში სხეულს ტომარაში კერავდნენ, ხოლო ბოლო ნაკერი აუცილებლად გაივლიდა მიცვალებულის ტუჩებზე. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ დარწმუნებულიყვნენ, ნამდვილად გარდაიცვალა თუ არა ადამიანი. 613 13-ს მოსწონს
|