x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510197
მამა გაბრიელი
მოგესალმებით ყველას.. მაწუხებს ერთი კითხვა, რომელზეც პასუხს სამწუხაროდ არავინ მცემს.. რელიგიიდან ცნობილია, რომ მამა გაბრიელი იყო ადამიანი, რომლიც ზრუნავდა ხალხის კეთილდღეობისათვის, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ფაქტობრივად არეფერი შეცვლილა და ის კვლავ განაგრძობდა “სასწაულების" მოხდენას.. ამ ყველაფერში მოსახლეობის დიდ ნაწილი დარწმუნებულია.. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ ამ ყველაფერს და დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ყოველივე ტყუილია, ხალხის დასამორჩილებელი ერთგვარი მახე, საიდანაც ადამიანის გამოღწევა ძალიან რთულია.. თუ ამ მცირედი უმცირესობის აზრი დამახინჯებული და არასწორია, მაშინ რაში სჭირდებოდათ მამა გაბრიელის საფლავის გახსნა, და აქეთ-იქით ტარება? რა არის ამის ნამდვილი მიზეზი?

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ათეისტების რიცხვმა იმატა.. ეს ხომ არ არის მისი საფლავის გახსნის ნამდვილი მიზეზი? იქნებ ეშინია სამღვდელოებას, რომ ათეისტების გამრავლება გამოიწვევს ე.წ. მორწმუნეების აზრთა ცვლილებას?

მამა გაბრიელის საფლავის გახსნის შემდეგ, საზოგადოებაში მრავალი აზრი გავრცელდა.. ერთნი ამტკიცებენ, რომ მისი გვამი უხრწნელი იყო.. მეორენი ამტკიცებენ, რომ როდესაც საფლავს ხსნიდნენ მამა გაბრიელის გამოცხადება იხილეს.. და სხვა მრავალი..

რატომ ხდება ასე? ზოგადად საქართველოს მოსახლეობა “აზვიადებს" მსგავს ფაქტებს თუ ყველა ქვეყანაში ამგვარი სიტუაციაა?


ძალიან დავიბენი...

7
141
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალიკო მელიქიძე
ლალიკო მელიქიძე
141
  
2014, 26 თებერვალი, 12:14
სადაც მოღვაწეობდა მამა გაბრიელი იქ დაკრძალეს და თანაც იმ ადგილას, სადაც ბერის საფლავი იყო, ადრე ნაგავსაყრელი ყოფილა და ბერის ანდერძი იყო მოესუფთავებინათ და "კუბოს" გარეშე სუდარით სწორედ მანდ დაეკრძალათ. მის გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ.
2014, 26 თებერვალი, 12:09
კიბატონო არ გეწინააღმდეგებით, მაგრამ თავის დროზე რატო არ იფიქრეს მამა გაბრიელი რომელიმე ტაძარში დაეკრძალათ და არა ქალაქგარეთ??
2014, 24 თებერვალი, 21:50
არავის განკითხვა არაა ჩვენი საქმე ჩემო კარგო და მითუმეტეს ასეთ საკითხში, უბრალოდ იმ კითხვაზე გავეცი პასუხი "მაშინ რაში სჭირდებოდათ მამა გაბრიელის საფლავის გახსნა, და აქეთ-იქით ტარება?" ეს არც პირველი და არც უკანასკნელი ფაქტი არაა (იმედია) რომ ვინმე წმინდანის ნეშტსა თუ უხრწნელი სხეულის ნაწილებს ასე დაატარებენ სხვადასხვა სალოცავში. სპეკულაციას რაც შეეხება, მათ მოეკითხებათ ამისათვის და ერთეულების გამო ამხელა სიწმინდეში ეჭვის შეტანა უკვე მართლა გადამლაშებულია ჩემი აზრით. და რა მნიშვნელობა აქვს იმას გახრწნილია თუ უხრწნელი, მამა გაბრიელი ცხოვრებაში და მას შემდგომაც მრავალ სასწაულს ახდენდა და ამაში ეჭვის შეტანაა უბრალოდ სამწუხარო, უფრო სწორედ ურწმუნო ხალხისგან გასაკვირიც არ არის.
2014, 24 თებერვალი, 21:41
უხრწნელობა და კიდე რაღაც-რაღაცეები უკვე სპეკულაციაა..და ამაზე უკვე გააკეთა საპატრიარქომ განცხადება,ასე რომ ლალიკოს მსგავსად ბევრს დაებადა კითხვები,ხოლო ბევრმა საკმაოდ პატივცემულმა ადამიანმა ამაზე უკვე კომენტარი გააკეთეს....ასე რომ .....მეამეა გადამლ;შებული და აჟიტირებული არა ფერი არ ვარგა....ისე კი გვახასიათებს ეგ ქართველებს......
2014, 24 თებერვალი, 19:53
ამინ! ქალბატონო ცისანა, გეწეოდეთ ღირსი მამა გაბრიელ სალოსის მადლი.
2014, 24 თებერვალი, 19:48
მეამეა,გმადლობ,სწორად ახსენით.დიდება უფალს!დიდება წმინდა გაბრიელს!
2014, 24 თებერვალი, 19:19
"მაშინ რაში სჭირდებოდათ მამა გაბრიელის საფლავის გახსნა, და აქეთ-იქით ტარება? რა არის ამის ნამდვილი მიზეზი?"- ეს თქვენი სიტყვებია ქალბატონო ლალიკო, უბრალოდ ქრისტიანულ რელიგიურ ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც წმინდანად რაცხავენ ადამიანს, უკვე ამტკიცებს მის უხრწნელობის ჭეშმარიტებაში და ეს მამა გაბრიელის შემთხვევაში 2012 წელს უკვე მოხდა, მაგრამ მისი წმინდა ნაწილები უცვლელად დარჩა "საფლავში", ვინაიდან როგორც წმინდანს, საპატიოდ მოპყრობა ესაჭირეობა იმ თვალსაზრისით, რომ ქუჩის მაგივრად, ტაძარში იყოს მისი საფლავი, აქედან გამომდინარე კი მისი წმინდა ნაწილები აქეთ-იქით ტარებაში რა იგულისხმეთ? სვეტიცხოველი და სამება? სვეტიცხოველი და სამება აქეთ-იქით არ არის, უბრალოდ ხშირად ხდება როდესაც ვინმე წმინდანის უხრწნელ ნაწილებს დააბრძანებენ და "მორწმუნე" ხალხს შეუძლია მისი მოლოცვა და მადლმოსილება, ეს ნორმალური მოვლენაა და არც მამა გაბრიელის შემთხვევამ არ ჩაირა უტრადიციოდ, სავარაუდოდ 1 კვირის შემდეგ დააბრუნებენ ძველ ადგილ სამყოფელთან, მაგრამ არა გარეთ, არამედ ტაძარში დაკრძალავენ და ხალხიც ჩვეულებრივ განაგრძობს მისი საფლავის მოლოცვას. არ მიწყინო ჩემო კარგო, მაგრამ ვფიქრობ მეტი რწმენის ნაკლებობაა რაიმე მსგავსი ეჭვის შეტანა ან დაბნევა. ( წმ ბერი, "ღირსი მამა გაბრიელ სალოსი" გფარავდეს)
0 1 7